ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და არეულობის პროვოცირებაში უცხო ქვეყნებს ადანაშაულებს.
„ის, რაც ბოლო დღეებში ხდება საფრთხეა, მაგრამ ჩვენ ეს მოვლენები შესაძლებლობად უნდა გამოვიყენოთ. უნდა დავინახოთ რა არის პრობლემის მიზეზი. ქუჩაში მყოფი ყველა ადამიანი არ არის მომიტინგე. არ ვიცით, ვის აქვს ბრძანება სხვა ქვეყნიდან მიღებული, მაგრამ დემონსტრანტების ნაწილი ქუჩებში ნამდვილად გავიდა პრობლემების გამო. მათი პრობლემები არ არის მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის, ეს ხალხი არ ითხოვს მხოლოდ ფულს, პურს და წყალს. მათ სხვა მოთხოვნებიც აქვთ, ისინი ითხოვენ თავისუფალ გარემოს. ჩვენ ერთხელ უკვე მივაღწიეთ პოლიტიკურ წარმატებას - ბირთვული შეთანხმება არის ტრიუმფი. ამერიკელებს შეთახმების გაუქმება სურდათ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ მსოფლიო ამის წინააღმდეგ წავიდა,“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა.
მასალის გამოყენების პირობები






