"ირანელი ხალხი მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რეპრესიებს, ირანელებს საკვები და თავისუფლება სურთ. მიმდინარეობს ირანის სიმდიდრის მიტაცება, ირღვევა ადამიანის უფლებები", – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
რადმენიმე დღეა ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც ფასების მომატების საბაბით დაიწყო და ახლა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს - მოსახლეობა სოციალურ საკითხებთან ერთად, როუჰანის გადადგომას, რელიგიური მმართველობის გაუქმებას და კარჩაკეტილი საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას მოითხოვს.
ინტერნეტში გაჩნდა ვიდეოკადრები, თუ როგორ გადაიზარდა ზოგ ადგილას აქციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში. ვინაიდან ირანში მედია საკმაოდ შეზღუდულია, მსოფლიოს მედიასაშუალებებს უჭირთ ინფორმაციების გადამოწმება.
არსებული ინფორმციით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 12 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციები ხუთ ქალაქს მოედო.
მასალის გამოყენების პირობები






