საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნახევარ იუკრაინას პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი სურს.
„საპროტექსტო აქციებს მხარს უჭერს მოსახლეობის 46 %. პოროშენკოს ადგილზე, მე თავს ჩამოვიხრჩობდი. ეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კატასტროფაა. ხალხის 56%-ს სურს, რომ ქუჩაში გამოვიდე, ხელისუფლების გადასაგდებად. მოსახლეობის თითქმის ნახევარს პრეზიდენტის დაოყოვნებლივი იმპიჩმენტი უნდა" - განაცხადა სააკაშვილმა Newsone-ის ეთერში.
მისივე თქმით, პოროშენკოს პრეზიდენტობისას ნაკლებად სავარაუდია, რომ მან მოქალაქეობა დაიბრუნოს.
„როგორც კი ჩვენ ხელისუფლებას შევცვლით, სასამართლოს გზით მოქალაქეობას დავიბრუნებ, ვინაიდან პოროშენკომ ის უკანონოდ ჩამომართვა“ - დასძინა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






