დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენლის 33 წლის პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, 36 წლის მეგან მარკლის ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში გაიმართება.
როგორც რადიოინტერვიუში პრინცმა განაცხადა, სამეფო ოჯახი ქორწილში დასაპატიჟებელ სტუმართა სიის შედგენაზე უკვე მუშაობს. ვინაიდან, პრინცი ჰარის ქორწილი სახელმწიფო დონის ღონისძიება არ იქნება, სტუმრების სიის შედგენაში ოფიციალური ლონდონი ვერ ჩაერევა.
ამიტომაც ისმის კითხვა - დაპატიჟებენ თუ არა ბარაკ ობამას ქორწილში.
პრინც ჰარის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს. ისინი Invictus Games-ის დროს დამეგობრდნენ. ახლახან ჰარიმ მასთან ინტერვიუც ჩაწერა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, კი ოფიციალურ ლონდონი შიშობს, ქორწილში ობამების დაპატიჟება კიდევ უფრო გაართულებს აშშ-სთან, კერძოდ კი დონალდ ტრამპთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მეგან მარკლი ტრამპის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა.
მასალის გამოყენების პირობები






