ილია მეორის ნაბიჯი რუსეთის საპატრიარქოს სურვილის წინააღმდეგ - რა მოხდა გიორგობამდე და გიორგობის დღეს
პოზიცია - 16:28, 28 Dec, 2017     16070
2017 წლის საქართველოს ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) მთავარი მოვლენა საპატრიარქოს გარშემო განვითარებული პროცესები იყო. ე.წ. ციანიდი საქმეს საზოგადოებამ და მედიამ უკვე უწოდა საუკუნის სკანდალი. წლის მიწურულს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ამ არასასურველი მოვლენების ფონზე, მართლაც რომ ისტორიული და ბოლო საუკუნეების უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - გიორგობის დღესასწაულზე. უწმინდესმა მისი მოსაყდრე დაასახელა და ის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიოა.

ეს იყო ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელიც პატრიარქმა საკუთარი ხელით დაწერა. 23 ნოემბერს ქაშუეთის წმინდა გიორგი ტაძარში მივიდა, ფურცელზე დატანილი გადაწყვეტილება მისი დაცვის სამსახურის უფროსს გამოართვა და ბრძანა: "ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ მყავდეს მოსაყდრე და ეს არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს".

ამ გადაწყვეტილებას, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნით ადრე, წინ უძღვოდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია მეორეს რუსეთის საპატრიარქო მისთვის სასურველ და ფავორიტ ეპისკოპოსზე მიანიშნებდა. ამის არგუმენტად კი თბილისში, რუსეთის პატიარქის კირილის წარმომადგენლის, ილარიონოვის ვიზიტი სახელდებოდა.

,,ნიუპოტის“ ინფორმაციით, მეუფე შიოს დასახელება საქართველოს პატრიარქის მხრიდან სწორედ რუსეთის საპატრიარქოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. როგორც წყარო გვიყვება, ილარიონოვის ვიზიტის შემდეგ, პატრიარქმა საგანგებო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ ყოფილა არავისთან შეთანხმებული. წყარო ცნობით, ილია მეორე შიოს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა - ,,ილარიონოვმა უწმინდეს მათთვის სასურველი კანდიდატურა შეპარვით უთხრა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იყო მეუფე შიო, სწორედ ამიტომ, პატრიარქმა მოულოდნელად და სწრაფად გამოაცხადა მოსაყდრედ შიო, რომელსაც სახელი, რამდენადაც ვიცი, ილია მეორეს სულიერი მამის საპატივცემულოდ ჰქვია“ - გვიყვება წყარო.

არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი, თუმცა ფაქტია, რომ პატრიარქი ერთი ნაბჯით წინ არის რუსეთის საპატრიარქოსგან (მიუხედავად მათი სურვილებისა), და ანდერძი, რომელიც პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მის თანამესაყდრეს ადგენს, დღეს უკვე აღარ შედგება, რადგან ილია მეორემ მოსაყდრე თავისივე სიცოცხლეში დაასახელა.

ყველა იმ მოვლენის საპირწონედ, რომელიც 21-ე საუკუნის საპატრიარქოს სკანდალით შევა ისტორიაში, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რითაც მის სიცოცხლეშივე წერტილი დაუსვა ყველა იმ მითს თუ რეალობას, რომელიც საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლას უკავშირდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42