ყველაზე პოპულარული ქართველი ფეისბუქელების TOP-11
ეს საინტერესოა - 15:56, 28 Dec, 2017     16282
როგორც შეგპირდით სექსუალური ქართველი მამაკაცების ტოპოცეულის შემდეგ, ყველაზე პოპულარული ქართველი ფეისბუქელების რიგიც დადგა. თერთმეტეულში შემავალ პირებს თავის მხრივ სექსუალურობა არ აკლიათ, თუმცა "ნიუპოსტის" და მთლიანად საზოგადოების ყურადღება გონებამახვილური და ზოგჯერ, უზომოდ სასაცილო პოსტებით მიიპყრეს.








მაშ ასე, ყველაზე პოპულარული ქართველი ფეისბუქელების თერთმეტეული:

1. ბექა ჭანკვეტაძე - თუ არ წაგიკითხავთ ამბავი, რომელიც მას 13 ივნისის სტიქიის დროს გადახდა, მაშინ ჩათვალეთ, რომ არ წაგიკითხავთ არაფერი.



2. გურამ შეროზია - ის ნერვებს ბევრ ადამიანს უშლის, თუმცა გაცილებით ბევრ ადამიანს უყვარს და მის პოსტებს ინტერესით ელოდება.

3. ირაკლი გაფრინდაშვილი - აღმოჩნდა, რომ ის კარგ ლექსებთან ერთად, სასაცილო, ზოგჯერ კი ძალიან სასაცილო პოსტებსაც წერს.

4. დავით აბზიანიძე - განსაკუთრებული პოპულარობა მის ბოლოდროინდელ იუმორისტულ კამპანიას ჰქონდა. ის სოციალურ ქსელში თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ფოტოების რიმეიქებს აქვეყნებდა, ამასთანავე დათო აბზიანიძე ქართველი პრანკერიცაა და ვაი მას, ვისაც ამოიჩემებს!

5. მარგო ლესკო - მოგზაური, ბლოგერი და ფრანკოფილი, ძალიან საინტერესო და ლამაზი ფოტოების გარდა, განსაკუთრებით პოპულარული მისი სახალისო პოსტები და ეფრემა პაპას აფორიზმებია . ის ხუმრობს, რომ მითჰუნ ჩაკრაბორტი მისი „მეორე მეა“, ამიტომ მარგოს რეალური ფოტოს ნაცვლად ინდოელი ვარსკვლავის ფოტოს გთავაზობთ. პ.ს ჩცდ-ს ლუნა მისი დაა და ის სწორედ მარგო ლესკოს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოთი იპოვეს.

6. დავით გორგილაძე - „აი თქვენ წინაშე ვარ: ქართული ცხვირით, გადაბმული წარბებით, არცთუ ძალიან ლამაზი ღიმილით, მოჭარბებული კილოგრამებით, საკუთარი თავისა და რამდენიმე ჩემნაირისათვის მოსაწონი იუმორის გრძნობით, სიყვარულით, სიძულვილით, ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმლით, მოძველებული მენტალიტეტით, ზოგჯერ კი გამაოგნებლად თანამედროვე აზროვნებით, თბილისის პერიფერიულ უბანში მცხოვრები ადამიანის ქცევით და მუდამ ჩემ ცხვირზე მყოფი სათვალით. გთხოვთ მიცნობდეთ და შემიყვაროთ. ანაც მხოლოდ ნაცნობობით შემოვიფარგლოთ.“- ასე წარუდგენს დავით გორგილაძე თავს მკითხველს. ნამდვილად ღირს, რომ მის ფეისბუქს იცნობდეთ, არ ინანებთ.

7. სოფო ბუკია მარმელადოვა - რამდენიმე სიტყვით მისი დახასიათება შეუძლებელია, მაგრამ ის სწორედ 2-3 სიტყვიანი წინადადებებით ახერხებს, რომ სატირალი სიტუაცია სასაცილოდ დაგიხასიათოთ. სწორედ ამიტომ, ეს თერთმეტეული მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

8. გიორგი გიგანი - წინასაარჩევნოდ მისმა გაკეთებულმა ქუბმა „ჯონ სნოუ ჩუღურეთის მაჟორიტარად! #სიცოცხლითსავსებიჭი“ პოპულარობით ნამდვილი კანდიდატების სარეკლამო რგოლები დაჩრდილა.

9. ზურიუს სტეფანიუსი - იმის მიუხედავად, რომ „ნიუპოსტის“ ჟურნალისტს ისევ მწარედ ახსოვს ზურიუს სტეფანიუსის ქილიკი შეცდომებით სავსე სტატიაზე (აი ის, აჩი ფურცელაძე, რომ გაბლატავებულ ქართველ ქალებზე და დამჯერ რუს ქალებზე საუბრობდა), რედაქცია ინარჩუნებს ობიექტურობას და პოპულარული ქართველი ფეისბუქელების თერთმეტეულში ისიც შეჰყავს.

10. გიორგი გიორგაძე - იგივე „გაძე“, ფოტოშოპის გურუ, ისტორიები, რომელსაც ის ავტობუსებზე და „მარშუტკებზე“ წერს, ნამდვილად ღირს წაკითხვად, კიდევ ბევრი საინტერესო სტატუსს ნახავთ მის კედელზე.

11. ბექა ჭანკვეტაძე - არ მოგეჩვენათ! შეცდომა არაა თერთმეტეულს ისევ ბექა ჭანკვეტაძე ასრულებს. რედაქცია შეთანხმდა, რომ ის იმდენად კარგია, ბევრი უნდა იყოს!






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42