2017 წლის განმავლობაში აშშ-ს წინაშე დიდი პრობლემები იდგა, მათ შორის აღსანიშნავია ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინათთან და რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები დასაერთაშორისო ტერორიზხმთან ბრძოლა, თუმცა, სახელმწიფონ დეპარტამენტმა დიდი ნაბიჯები გადადგა გლობალური მშვიდობისა და საბილურობის მიმართულებთ, აღნიშნა აშშ სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
"თანამდებობის დაკავებისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთვის უპირველეს საფრთხედ გამოაცხადა და უარი განაცხადა აქამდე მოქმედ წარუმატებელ, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე. ჩვენ გავატარეთ რეჟიმზე აქტიური ზეწოლის პოლიტიკა, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების მეშვეობით. წელს აშშ-ს ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ იქნა სამი ძლიერი რეზოლუცია," - აღნიშნა ტილერსონმა. იგი მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი აიძულებს კორეას, რომ უარი თქვას აგრესიულ პოლიტიკასა და ბირთვული არსენალის გაძლიერებაზე. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-მ შესძლო დაერწმუნებინა ჩინეთი, რომ მასაც განეხორციელებინა ზეწოლა ჩრდილოთ კორეაზე.
"აშშ-ის პრეზიდენტის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი იყო და ახლაც დარჩება საერთაშორისო ტერორიზმის განადგურება. ეს აძლევს ამერიკელ სამხედროებს ბრძოლის ველზე სრულად გამოავლინონ მათი ცოდნა და ენერგია, ითანამშრომლონ ადგილობრივ ძალებთან "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების საქმეში. შედეგად საერთაშორისო კოალიციამ მთლიანად გაათავისუფლა ერაყისა და სირიის ტერიტორია ისლამისტი ტერორისტებისაგან," - აცხადებს ტაილერსონი. მისი თქმით, აუცილელია ისლამური ტერორიზმი აღიკვეთოს სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით ავღანეთში.
სტატიის დიდი ნაწილი ტაილერსონმა რუსეთის საკითხს დაუთმო და რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასაც შეეხო.
"რუსეთის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, თუ რა სახის რეჟიმთან გვაქვს საქმე. დღეს შეერთებულ შტატებს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში შეიჭრა მეზობელ საქართველოსა და უკრაინაში, არჩევნებში ჩარევით შეარყია დასავლეთის ქვეყნების სუვერენიტეტის და სხვ." - აღნიშნა ტაილერსონმა.მისი განცხადებით, უკრაინის საკითხებში რუსეთის ჩარევის გარეშე შეუძლებელია ამ ქვეყანასთან მსოფლიომ ჩვეულებრივი ბიზნესურთიერთობები აწარმოოს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში ფხიზლად ვართ, საჭიროა რუსეთთან მუშაობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია. ეს ყველაზე აშკარა სირიაშია“, - ნათქვამია რექს ტილერსონის სტატიაში. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პუტინი შეუერთდა გაეროს მიერ მხარდაჭერილ ჟენევის პოლიტიკურ პროცესს, იგი დარწმუნებულია, რომ სირიას ახალი მომავალი ელის და ეს მოლაპარაკებები მივა ახალი სირიის შექმნასთან, რომელიც ბაშარ ასადისა და მისი ოჯახისგან თავისუფალი იქნება.დასასრულს ტილერსონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი და სახელმწიფო დეპარტამენტის უპირველესი ამოცანაა ყოველდღიურად იზრუნონ მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის, რაც მთავარი წინაპირობაა მოქალაქეების უფლებების, სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების უზრუნველყოფის საქმეში.
მასალის გამოყენების პირობები






