ხალხნო, სირცხვილია, გორში ევრაზიული კავშირის მომხრეები იკრიბებიან! რატომ დუმხართ?!
საზოგადოება - 14:40, 19 Jul, 2013     1799


როგორც არინა თავაქარაშვილმა ,,ნიუპოსტს" განუცხადა, სირცხვილია, როცა ქართველების მოძულე, კაცი, რომელიც რუსეთის ტანკების არშესვლას თბილისში რუსეთის სახელმწიფოს შეცდომად თვლიდა, რომელიც თვლის რომ რუსეთისაგან შორს ვართ და ამიტომ უნდა გავნადგურდეთ, გორში სკაიპით ერთვება და ევრაზიული კავშირის, საქართველოს რუსეთის იმპერიაში დაბრუნების პროპაგანდას ეწევა.

 


,,ეს არის შეურაცმყოფელი ჩემთვის, სირცხვილია, რომ დღეს გორში ევრაზიული კავშირის მომხრეები იკრიბებიან. არ მომწონს არც ევრაზიული კავშირი და დაუშვებელია საბჭოთა კავშირის დაბრუნება, ევრაზიული კავშირი "გაახლებულ" საბჭოთა კავშირს ნიშნავს, რაც ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და დასვლეთზე ორიენტირებული ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია. საქართველო უნდა დაუბრუნდე ევრო-ქრისტიანულ სივრცეს, რომელშიც დაიბადა და რომლის წევრის იყო იდეურად ყველა ეპოქაში, მერე რა რომ დაპყრობილი იყო. კი ბატონო, მე პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვთ და მიაჩნია, რომ ევრაზიული კავშირი კარგია, გასაგებია, რომ ვიღაც მისტირის რუსეთს და საბჭოთა კავშირს მაგრამ ამასთან ერთად, დაგვავიწყდა რუსული ბომბები და ტანკები გორში?! დღეს გორში ამის პრეზენტაცია ჩემთვის შეურაცმყოფელია, ჩემი მეხსიერება კარგად ინახავს რუსულ აგრესიას და ოკუპაციას გორში, ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ დუგინის პირდაპირი ჩართვა სკაიპით ხდება, ის ქართველთმოძულეა, რაც მისი კომენტარებიდან თუ პოლიტიკური პროცესების შეფასებებიდან კარგად სჩანს", - აცხადებს არინა თავაქარაშვილი.


ორგანიზაცია " ჯანმრთელი სამყაროს" კოორდინატორი მიმართავს გორის მოსახლეობას, დევნილებს და აცხადებს, რომ ,,ეს ადამიანები ამ დღეში სწორედ რუსეთის აგრესიამ ჩააყენას და დუგინის მოწოდებამ, რომ ტანკებით შედით თბილისშიო".


,,დაგვავიწყდა, რომ ამ სახელმწიფოს პოლიტიკურ ელიტას, მმართველ ელიტას ჩვენი ჯინი სჭირს უკვე 2 საუკუნეა", - აცხადებს არინა თავაქარაშვილი და ახალგაზრდობას, პოლიტიკოსებს და საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს რეაგირებისკენ:


,,რატომ დუმხართ?! სირცხვილია გორში ასეთი შეკრება და დუგინის მოწოდება", - მიმართავს თავაქარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42