კარასინს „ოცნების“ იმედი აქვს - „მოსკოვი თანამშრომლობისთვის მზადაა!“
მსოფლიო - 10:57, 28 Dec, 2017     3787
რუსეთი იმედოვნებს, რომ 2018 წელს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა და ეკონომიკურ-სავაჭრო თანამშრომლობის გაძლიერება შესაძლებელი იქნება.


ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა. მისი თქმით, 2017 წელს, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მისი თქმითვე, რუსულ-ქართული კავშირების ნორმალიზაციის ტენდენცია რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, „როდესაც მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა“. კარასინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის შემდეგ თბილისისა და მოსკოვის საერთო ძალისხმევით, „ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში ხელშესახები შედეგების მიღწევა და ჰუმანიტარული კავშირების გამყარება გახდა შესაძლებელი”.

„კერძოდ, მხოლოდ 2017 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 30%-ზე მეტით გაიზარდა. რუსეთი საქართველოსთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი პროდუქციის, ძირითადად, ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი გახდა.

მისი თქმით, „ამ დროისთვის საქართველო-რუსეთის საზღვარზე მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტია ზემო ლარსზე, რომელზეც დიდი დატვირთვა მოდის. ამის გამო, საზღვარზე საათობით დგას ხალხი და მოსკოვი ამ პრობლემის მოგვარებას გეგმავს.“

„ზემო ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია იგეგმება, რაც საზღვრის გადალახვას გაამარტივებს” - აღნიშნა კარასინმა.

რუსმა დიპლომტმა იმედი გამოთქვა, რომ „მომავალ წელს ამ პოზიტიური ტენდენციების ზრდა იქნება შესაძლებელი“ და დასძინა, რომ „მოსკოვი მზად არის ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“ და „ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42