"ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას"- საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
რელიგია - 14:41, 27 Dec, 2017     1913
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრები ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. სულიერი ლიდერები საქართველოს მუსლიმების სახელით, ემიჯნებიან და გმობენ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას. მათი თქმით ახლო აღმოსავლეთში ძალადობა და კაცის კვლა რელიგიის სახელით ხდება, რაც შეურაცხყოფს ჭეშმარიტი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებს.

„ბოლო პერიოდში შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტებს. ვაცნობიერებთ რა, რომ ეს ცეცხლი შესაძლოა, უფრო გაღვივდეს და მეტი ქვეყნები მოიცვას, დაზღვეული არც ჩვენი სამშობლოა. ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, რომ ეს ძალადობა, კაცის კვლა რელიგიის სახელით ხდება, რაც შეურაცხყოფს ჭეშმარიტი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებს. ალლაჰი დედამიწაზე ყველა ადამიანს სხვისი ცხოვრების ხელშეუხებლობისკენ, მშვიდობისკენ, თანაგრძნობისა და შერიგებისკენ მოგვიწოდებს. როგორც წმინდა წიგნ ყურანქერიმში სურა მაიდეს 32-ე აიეთში ნაბრძანებია ” ის ვინც მოკლავს კაცს,რომელსაც არც ვინმე მოუკლავს და არც ავი ჩაუდენია ქვეყანაზე, თითქოს ერთიანად ამოეხოცოს ხალხი. ხოლო თუ ვინმე აცოცხლებს კაცს, თითქოს მთელი ხალხი ეცოცხლებინოს “…. კაცის კვლას, ძალადობას, ჩაგვრას, წამებას არაფერი საერთო არ აქვს ისლამთან. ისლამი მშვიდობის რელიგიაა და მშვიდობას ქადაგებს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს მუსლიმები, რომლებიც სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად, მშვიდობიანად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში. ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. ჩვენ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სულიერი ლიდერები საქართველოს მუსლიმების სახელით, ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას. ამის ჩამდენი პასუხს აგებს კანონისა და ღმერთის წინაშე. როგორც საქართველოს მოქალაქეები, მოვუწოდებთ ყველას, მიიღოს ზომები ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამასთან ერთად, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ და არავის არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების ხელყოფის უფლება.“- აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველი მუსლიმთა ლიდერები გუშინ, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ დაკავებულებთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მათზე არც რაიმე ინფორმაციას ფლობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42