ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის ბებიის, ჩენ სუკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს.
კიმ ჩენ სუკის საპატივსაცემოდ ფხენიანმა საიუბილეო მონეტები მოჭრა და საფოსტო მარკები დაბეჭდა.
კიმ ჩენ ინი ბებიას რომ დიდი პატივს სცემს, ეს ცნობილია.
შარშან მან მან ქრისტიან მოქალაქეებს უბრძანა, რომ შობის ნაცვლად მისი ბებიის დაბადების დღე აღენიშნათ, რომელიც 1919 წელს შობის წინა დღეს დაიბადა.
ჩენ სუკი ანტი-იაპონური პარტიზანი და კომუნისტი აქტივისტი იყო, რომელიც მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეის პირველ დიქტატორზე, კიმ ირ სენზე დაქორწინდა.
ჩენ სუკი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში „რევოლუციის წმინდა დედად“ მოიხსენიებენ , საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. 1949 წელს მოსახლეობას მისი საფლავი აჩვენეს და განაცხადეს, რომ ის მოკვდა.
აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა შობისადმი სიძულვილი 2014 წელსაც გამოამჟღავნა, როდესაც გაიგო, რომ სამხრეთ კორეა საზღვართან აპირებდა ნაძვის ხის აღმართვას.
მასალის გამოყენების პირობები






