ეპისკოპოსის რეზიდენციას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს
საზოგადოება - 12:05, 19 Jul, 2013     684


ამის სესახებ ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ აქვეყნებს. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ჟანა დიდებაშვილის განცხადებით, ეპარქიის დავალიანება 4 000 ლარამდეა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან დავალიანების რესტრუქტურიზაცია მოახდინონ. ეპისკოპოსის რეზიდენციისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა სპონტანურად არ მომხდარა, ეპარქიის წარმომადგენლები საქმის კურსში იყვნენ.

დიდი მოწიწებით სთხოვდა ჩვენი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, რომ დავალიანება დაეფარათ. ძალიან ვწუხვართ, რომ ასე მოხდა და რეზიდენციისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მოგვიხდა, მაგრამ თუ ეპარქია გამოთქვამს სურვილს, შეგვიძლია ვალის რესტრუქტურიზაცია მოვახდინოთ და 6 თვეზე გავანაწილოთ დავალიანება.

კომპანია მზად არის, ეპარქიასთან შესაბამისი აქტი გააფორმოს და ელექტროენერგიის მიწოდება დაუყოვნებლივ აღადგინოს. როგორც წესი, ვალის რესტრუქტურიზაცია საყოფაცხოვრებო ტიპის აბონენტებზე ხდება და არა კომერციულებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებთ. წლების განმავლობაში „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ თანამშრომლები ყოველთვიურად, ეკლესიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, დაახლოებით 700 ლარს ვიხდიდით,

მაგრამ მოგეხსენებათ, კომპანიაც გაკოტრების რეჟიმშია და ქველმოქმედების შესაძლებლობა არ გვაქვს, თორემ ამ თემაზე ეკლესიას არ შევაწუხებდით“, – განუცხადა „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ ჟანა დიდებაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42