ალექსეი კრამარენკოს ქრთამის სანაცვლოდ საგამოძიებო კომიტეტის შენობაში კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრის ორგანიზებას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, თანხის სანაცვლოდ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა შაქრო კალაშოვი იზოლატორში მის მეგობარს - ანდრეი კოჩუიკოვს, მეტსახელად "იტალიელს" შეახვედრა. "იტალიელის" და კალაშოვის გარემოცვის რამდენიმე წევრი ციხეში, რესტორან Elements-ში მომხდარი სროლის გამო ისხდნენ.
სროლა რესტორან Elements-თან როჩდელსკის ქუჩაზე 2 წლის წინ მოხდა. კონფლიქტი რესტორნის მფლობელ ჯანა კიმსა და დიზაინერ ფატიმა მისიკოვას შორის დავით დაიწყო. კიმი მისიკოვას მუშაობით უკმაყოფილო დარჩა და უარი თქვა სამუშაოს ანაზღაურებაზე.
საღამოს რესტორანში კალაშოვის ხალხი მივიდა. მათ კიმს ვალის გადახდა მოსთხოვეს. მეპატრონემ ადვოკატს მიმართა, რომელიც უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი იყო. სწორედ მაშინ დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება.
ამ საქმეზე პროკურატურამ სამი პოლიციელი გასულ წელსვე დააკავა. ახლა კი 4, 3,5 და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი კი, საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით ფიგურირებდა.
მასალის გამოყენების პირობები






