საწოვარას დადებითი და უარყოფითი მხარეები - ის, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
ეს საინტერესოა - 12:22, 27 Dec, 2017     4132

ახალშობილების უმეტესობას წოვის ძლიერი რეფლექსი ახასიათებს. ზოგიერთი ჩვილი დაბადებამდე საკუთარ ცერებს ან თითებსაც კი წოვს. გარდა კვებისა, წოვას ხშირად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. სწორედ ამიტომ, ბევრი მშობელი საწოვარას აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევს. საწოვარას გამოყენება-არგამოყენების საკითხი თქვენი გადასაწყვეტია. გაითვალისწინეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, როდესაც თქვენს ჩვილს საწოვარას სთავაზობთ.

დადებითი მხარეები

  • საწოვარას შეუძლია დაამშვიდოს მოუსვენარი ჩვილი. ზოგიერთი ჩვილი რაიმეს წოვისას თავს უბედნიერესად გრძნობს.
  • შესაძლებელია საწოვარა თქვენს ჩვილს დაძინებაში დაეხმაროს, თუ პატარას დაწყნარება უჭირს.
  • საწოვარას შეუძლია დისკომფორტის შემსუბუქება თვითმფრინავით მგზავრობისას. ჰაერის წნევის ცვლილებით გამოწვეული ყურის დაგუბების მოსახსნელად პატარებს არ შეუძლიათ გამიზნულად ყურების „გატკაცუნება„ ნერწყვის გადაყლაპვით ან დამთქნარებით. საწოვარას წოვა მათ შესაძლოა ამაში დაეხმაროს.
  • საწოვარა ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის შემცირებაში შეიძლება დაგვეხმაროს. საწოვარას წოვამ დღის და ღამის ძილის დროს შეიძლება შეამციროს ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი. თუ პატარას ძუძუთი კვებავთ, ნუ შესთავაზებთ ჩვილს საწოვარას, ვიდრე სამი-ოთხი კვირის არ გახდება და კვების ეფექტურ რეჟიმს არ შეიმუშავებთ.
  • საწოვარები ერთჯერადია. მათი გამოყენების შეწყვეტისთანავე შეგიძლიათ გადაყაროთ. თუ თქვენი ჩვილი ცერის ან თითის წოვას ამჯობინებს, მისი გადაჩვევა შესაძლებელია უფრო რთული აღმოჩნდეს.

უარყოფითი მხარეები

  • საწოვარას ნაადრევმა გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ძუძუთი კვებას. ძუძუს წოვა საწოვარას ან ბოთლის წოვისგან განსხვავდება და ზოგიერთი ჩვილი მგრძნობიარეა ამ განსხვავებების მიმართ.
  • კვლევის თანახმად ხელოვნური ძუძუს თავების ნაადრევი გამოყენება კავშირშია ექსკლუზიური ძუძუთი კვების შემცირებასთან და ძუძუთი კვების ხანგრძლივობის შემცირებასთან.
  • თქვენი პატარა შესაძლოა საწოვარაზე დამოკიდებული გახდეს. თუ თქვენი ჩვილი საწოვარას ძილის დროს იყენებს, შეიძლება გამოეღვიძოს პირიდან მისი გამოვარდნის შემთხვევაში.
  • საწოვარას გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს შუა ყურის ინფექციების რისკი.
  • საწოვარას ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სტომატოლოგიური პრობლემები. საწოვარას ჩვეულებრივი გამოყენება სიცოცხლის პირველ წლებში არ იწვევს გრძელვადიან სტომატოლოგიურ პრობლემებს. თუმცა, საწოვარას ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩვილის თანკბილვის დეფორმირება ან კბილის არასწორი ამოსვლა.
ამიტომ, თუ გადაწყვეტთ შვილს საწოვარა შესთავაზოთ, მოიცადეთ ძუძუთი კვების სათანადოდ დარეგულირებამდე. თუ პატარას ძუძუთი კვებავთ, არ არის რეკომენდებული ჩვილისთვის საწოვარას შეთავაზება, ვიდრე სამი-ოთხი კვირის არ გახდება და კვების ეფექტურ რეჟიმს არ შეიმუშავებთ. ნუ გამოიყენებთ საწოვარას თავდაცვის პირველ იარაღად. ზოგჯერ პოზის შეცვლას ან დარწევას შეუძლია ატირებული ბავშვის დამშვიდება. შესთავაზეთ თქვენს ჩვილს საწოვარა მხოლოდ კვების შემდეგ ან კვებასა და კვებას შორის შუალედში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42