ქსენია სობჩაკი არჩევნებში მონაწილეობას პარტია "სამოქალაქო ინიციატივის" კანდიდატის რანგში მიიღებს. იმის გამო, რომ ჟურნალისტი არასაპარლამენტო პარტიას წარმოადგენს, მას თვის ბოლომდე ცესკოში 100 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის წარდგენა ევალება , შემდეგ კი წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებისა და საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება ოფიციალურად ექნება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქსენია სობჩაკმა ალექსეი ნავალნის თავისი შტაბში მუშაობა, კერძოდ კი თავის ნდობით აღჭურვილ პირად გახდომა შესთავაზა.
რუსეთის ცესკო-მ ალექსეი ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ორშაბათს უთხრა.
24 დეკემბერს რუსეთის 20 ქალაქის საინიციატივო ჯგუფმა მოსკოვში გამართულ კენჭისყრაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. პროცედურაში 753 ადამიანი მონაწილეობდა. ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებას საინიციატივო ჯგუფის 742 წევრმა დაუჭირა მხარი. ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარყოფითი პასუხი ნავალნიმ ნასამართლობის გამო მიიღო. კომისიის წევრების თქმით, რუსული კანონმდებლობით, პირის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია ნასამართლობის მოხსნიდან 10 წლის განმავლობაში დაუშვებელია.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






