„საპარტნიორო ფონდს“ ძიანგსის პროვინციის დელეგაცია ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:17, 26 Dec, 2017     1376
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის მთავრობის დელეგაცია მიიღო, რომლის შემადგენლობაში ჩინეთის მსხვილი კომპანიებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც შედიან. დელეგაციას ძინაგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი სიე ჟუ ხელმძღვანელობს.

ჩინეთის მხრიდან შეხვედრას ძიანსის პროვინციის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ხონ სანკუო, ძიანსის პროვინციის საკვებისა და სამკურნალო საშუალებების ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი შანკუან სინჩენი, ძიანსის პროვინციის საერთაშორისო ურთიერთობების და საზღვრებსმიღმა ჩინური საქმეთა ოფისის გენერალური დირექტორის მოადგილე ლი იუციანი და ძიანსის მთავრობის გენერალური ოფისის ბიუროს დირექტორის მოადგილე ტუ ძუანი ესწრებოდნენ.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს როლი საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელების პროცესში. ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაში წვლილის შეტანისთვის. ძინაგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორის სიე ჟუს განცხადებით, საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი გეოპოლიტიკურად სტრატეგიული ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პრიორიტეტულ პარტნიორად განიხილავს.

შეხვედრაზე ჩინეთის დელეგაციამ საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების და ამ მიზნით, კონკრეტული წინადადებების შეთავაზების სურვილი გამოთქვა. საუბარი შეეხო წარმოების, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს. კერძოდ, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ჩინურ მხარეს პარტნიორული ურთიერთობა ტექსტილის, აბრეშუმის, კერამიკული წარმოების, თევზის მრეწველობის, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის, საგანმანათლებლო და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა შესთავაზა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს. ძიანგსის პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთში 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილ საერთშორისო ეკოლოგიურ ფორუმზე მიიწვიეს, რომლის მიზანი ჯანსაღი და მწვანე გარემოს შესაბამისი პროდუქციის წარმოების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობაა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42