ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის ფარგლებში "არტ-პეტიცია" შეიქმნება, ქუჩაში გამოფენა მოეწყობა, შშმ ბავშვების მხარდასაჭერად კონცერტს "ნიკოლ-შოუ" გამართავს, "მზის შვილების" ჰიმნი გაჟღერდება.
აქციის მიზანია, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაბადებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, შუამდგომლობა და შესაბამისი აქტივობების განხორციელება, რათა ამ ბავშვებს სტატუსი განესაზღვოთ და შემწეობა დაენიშნოთ.
აქციაზე მოწვეულნი არიან: ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვნების მოღვაწეები, საზოგადობისთვის ცნობადი სახეები, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ამ აქციისთვის და ქართველი შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, საქართველოში ჩამოდის ცნობილი პოლონელი რეჟისორი კინო-დოკუმენტალისტი მარტინ იანოშ-კრავჩიკი.
მარტინ იანოშ-კრავჩიკი - გადაიღებს დოკუმენტურ ფილმს ქართველ შშმ- ბავშვებზე, ფილმში მოხვდება 19 ივლისის ღონისძიება და ასევე საქართველოს რეგიონები და იქ მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე და აუტისტი ბავშვები. ფილმი ნაჩვენები იქნება პოლონეთის და ევროპის სხვა ქვეყნების სახელმწიფო ტელეარხებზე, ასევე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
მასალის გამოყენების პირობები






