შედეგად, ამ მამაკაცს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მაშინ, როდესაც დაკავების დროს წაყენებული ბრალით 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დააკავეს 1967 წელს დაბადებული ალექსი ნ. არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ბრალდებით. დეტექტივ-გამომძიებელმა ვასილ ჭანკვეტაძემ განაცხადა, რომ დაკავებული წარსულში არაერთგზის იყო ნასამართლევი.
პოლიციის ინფორმაციით, ალექსი ნ.-მ 2013 წლის მარტში თანასოფლელ 10 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა, ხოლო მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ იგი მიმალვის მიზნით ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში მეგობართან გაემგზავრა, სადაც სამართალდამცველებმა დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მეხუთე ნაწილით. აღნიშნული მუხლი ასახავს დანაშაულს, როგოროცაა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ჩადენილი იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები






