"პუტინმა, რუსეთის ერთადერთ მამაც ვაჟკაცს, რომელმაც მასთან ბრძოლა გაბედა, ალექსეი ნავალნის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, პოროშენკომ კი მოქალაქეობა ჩამომართვა, რათა უკრაინაში პოლიტიკით არ დავკავდე.
პუტინმა ნავალნის შეთითხნილი ბრალდებები წაუყენა, პოროშენკოც იგივეს გაკეთებას ცდილობს ჩემთან მიმართებით. პუტინი ნავალნის ტელეეთერით გამოჩენას კრძალავს, ჩვენთან კი, იმ ტელეარხებს, სადაც მე მიწვევენ, მუდმივად პრობლემები უჩნდებათ. პოროშენკოს შეეძლო უკრაინის მაზეპა ან ხმელნიცკი გამხდარიყო, უფრო მეტიც, ევროპის ახალი ჩერჩილი, მაგრამ ის მუდმივად ცდილობს გახდეს პუტინი. რას ვიზამთ, პუტინობის ამ კანდიდატს უკრაინელი ხალხი ძალიან სწრაფად გაუმკლავდება, როგორც ერთი კლასიკოსი წერდა: „უკრაინა, რუსეთი არ არის“ - წერს სააკაშვილი.
24 დეკემბერს რუსეთის 20 ქალაქის საინიციატივო ჯგუფმა მოსკოვში გამართულ კენჭისყრაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. პროცედურაში 753 ადამიანი მონაწილეობდა. ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებას საინიციატივო ჯგუფის 742 წევრმა დაუჭირა მხარი. ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარყოფითი პასუხი ნავალნიმ ნასამართლობის გამო მიიღო. კომისიის წევრების თქმით, რუსული კანონმდებლობით, პირის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია ნასამართლობის მოხსნიდან 10 წლის განმავლობაში დაუშვებელია.
მასალის გამოყენების პირობები






