რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციონერ ალეკსეი ნავალნის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ცესკომ 25 დეკემბერს მიიღო.
რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზად სასამართლოს მიერ ნავალნისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დასახელდა. საპასუხოდ ნავალნიმ განაცხადა რომ ცესკო რუსეთის კონსტიტუციას არღვევს.
რამდენიმე საათის შემდეგ ნავალნის იუთუბ-არხზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ნავალნიმ აღნიშნულ ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა , რომ მისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ პუტინს კონკურენციის ეშინია.
რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო, ნავალნი „ამომრჩეველთა გაფიცვის“ მოწოდებით გამოდის :
„ჩვენ ვაცხადებთ ამომრჩეველთა გაფიცვას. პროცედურა, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას გვთავაზობენ, არ წარმოადგენს არჩევნებს. მასში მონაწილებენ პუტინი და ის კანდიდატები, რომელიც მან პირდად იმ ნიშნით შეარჩია, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.“- განაცხადა ნავალნიმ.
მასალის გამოყენების პირობები






