ქსენია სობჩაკმა ალექსეი ნავალნის თავის შტაბში მუშაობა შესთავაზა
მსოფლიო - 10:57, 26 Dec, 2017     1756

რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა ალექსეი ნავალნის თავისი შტაბში მუშაობა, კერძოდ კი თავის ნდობით აღჭურვილ პირად გახდომა შესთავაზა. ამის შესახებ ჟურნალისტმა Instagram-ზე დაწერა.

რუსეთის ცესკო-მ ალექსეი ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ორშაბათს უთხრა.

სობჩაკის თქმით, ნავალნის არჩევნებზე არ დაშვება "უსამართლობა და ხელისუფლების მორიგი შეცდომაა".

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსეი ნავალნი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა. მე ნავალნის არდაშვება , ხელისუფლების მორიგი შეცდომა და ამაზრზენი უსამართლობაა. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, არ უნდა გავჩერდეთ და ამ ბრძოლაში ბოლომდე დავრჩეთ. ეს ეხება ყველა ჩვენგანს, ეხება ალექსეის. მე არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების წინააღმდეგ ვარ. მახსოვს, ასეთი იყო ნავალნის პოზიციაც 2011 წელს. არჩევნები კვლავაც რჩება რაიმეს შეცვლის ერთადერთ შესაძლებლობად. მისი ბოიკოტი კი არაეფექტური და მავნე მეთოდია. ის არა მხოლოდ შეამცირებს აქტივობას, არამედ პუტინის პროცენტებს გაზრდის. და მას სასურველი 70%-ის მიღების საშუალებას მისცემს.

მესმის, რომ შეურაცხმყოფელი და რთულია ალექსეისთვის, მაგრამ საერთო საქმე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც, მე ვთავაზობ ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ. ალექსეი ნავალნის კი ვთავაზობ, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი გახდეს“ - წერს სობჩაკი ინსტაგრამზე.

24 დეკემბერს რუსეთის 20 ქალაქის საინიციატივო ჯგუფმა მოსკოვში გამართულ კენჭისყრაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. პროცედურაში 753 ადამიანი მონაწილეობდა. ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებას საინიციატივო ჯგუფის 742 წევრმა დაუჭირა მხარი. ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარყოფითი პასუხი ნავალნიმ ნასამართლობის გამო მიიღო. კომისიის წევრების თქმით, რუსული კანონმდებლობით, პირის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია ნასამართლობის მოხსნიდან 10 წლის განმავლობაში დაუშვებელია.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წ ლის მარტში გაიმართება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42