ხელისუფლების და ეკლესიის ვალია, არა უწიგნურობისაკენ მოწოდება, არამედ - პროგრესის ქადაგება
საზოგადოება - 19:19, 18 Jul, 2013     782



"როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივი გამგეობისა და, სამწუხაროდ, სამღვდელოების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ორგანიზატორებზე პირდაპირი ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით სცადა, ჩაეშალა ელექტრონული და ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი "მისტერიკა", რომელიც თეთრი წყაროს რაიონში, ასურეთში უნდა ჩატარებულიყო.

ასეთი ფესტივალები ემსახურება საქართველოს პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის დადებითად წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით. გარდა ამისა, ასეთი ფესტივალები ხელს უწყობს ადამიანური ურთიერთობების განვითარებას, კულტურული კონტაქტების დამყარებას, ახალგაზრდების სოციალიზაციას და მათ ცივილიზებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

შეუძლებელია, პროგრესი სიცოცხლის ხალისის გარეშე, შეუძლებელია განვითარება გარესამყაროს მიმართ გახსნილობის გარეშე! ჩვენი, ხელისუფლების, ეკლესიის, პოლიტიკოსებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების ვალია, არა - შიშისა და უწიგნურობისაკენ მოწოდება, არამედ - საზოგადოებაში გამბედაობის, გახსნილობის, განათლების, შემწყნარებლობისა და პროგრესის ქადაგება და ამ სწრაფვების ხელშეწყობა!

დაუშვებელია, ადამიანების რაიმე ნიშნით სეგრეგაცია, დევნა და თავისუფლებების შეზღუდვა. ადამიანთა თანასწორობისა და თავისუფლებების შესახებ კონსენსუსი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია! ამიტომ, თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ სახელმწიფოს ვალია, დაიცვას ყველას თავისუფლება, აღკვეთოს ერთი ჯგუფის მიერ მეორეზე ზეწოლა, ენერგიულად შეუწყოს ხელი საზოგადოებრივ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულება სწორედ ერთმანეთის თავისუფლებების დაცვაა და არა - აკრძალვების, ტაბუსა და შიშების თავსმოხვევა ერთმანეთისთვის.

ჩვენ ვაშენებთ თავისუფალი საზოგადოების თავისუფალ სახელმწიფოს, ამისათვის კი თავისუფლებას პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა მივაღწიოთ! უპირველესად თავად უნდა გავთავისუფლდეთ, რომ სხვისმა თავისუფლებამ არ გაგვაღიზიანოს, რომ დავაფასოთ თავისუფლება და შევძლოთ მისი დაცვა! მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეების საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს პასუხისმგებლობის განცდა სხვისი თავისუფლების მიმართ და მხოლოდ ასეთი საზოგადოება შეიძლება იყოს ერთიანი და ძლიერი!

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ არა - უმრავლესობის დიქტატურას, არამედ - დიქტატის მთლიანად დაძლევას. ხელი უნდა შევუწყოთ საზოგადოების წევრთა დამოუკიდებელ აქტივობას და მათ უფლებებს, რომ ეს აქტივობა სხვათა დაუზიანებლად და თავისუფლად განახორციელონ. სწორედ ესაა სახელმწიფოს ძირითდი ვალი და ამ მიზნიდან გადახვევა მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ხელისუფალი დაშორდა საკუთარ ხალხს, ცალკე ბიუროკრატიად ჩამოყალიბდა და მომხმარებლური დამოკიდებულება გაუჩნდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ეს დაუშვებელია!

ასურეთის მაგალითი, სამწუხაროდ, ერთადერთი არ არის. ბოლო დროს მომრავლდა შემთხვევები, როცა ხელისუფლება თვალს ხუჭავს ძალადობაზე, არ იყენებს მის ხელთ არსებულ ლეგიტიმურ უფლებებს და უპირატესობას ანიჭებს პოპულიზმს, ვიდრე - სწორ და პრინციპულ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ესეც დაუშვებელია.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაქვს რწმენა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს იზეიმებს ფუნდამენტალიზმი, უკანონობა, ქაოსი და უსამართლობა. მე მაქვს რწმენა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით თავისუფლებისკენ და განუხრელად გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს.

მინდა, მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ასეთ, ვინმესთვის შეიძლება უმნიშვნელო ინციდენტებს. ასეთი ფესტივალები, სხვა მსგავსი თავყრილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მათ ორგანიზებას ჩვენი ნიჭიერი და ინიციატივიანი თანამოქალაქეები ახერხებენ და მათ არა ხელის შეშლა, არამედ - წახალისება სჭირდებათ!

მიხარია, რომ თბილისის მერიამ ალტერნატიული ადგილი გამოუყო ფესტივალის ორგანიზატორებს და მიხარია, რომ ეს ფესტივალი, ისევე როგორც სხვა მრავალი პროგრესული ღონისძიება, მაინც ჩატარდება ახლაც და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც!", - ნათქვამია განცხადებაში.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42