„ვენდიმ“ ქართული წარმოების წახალისებისა და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფისათვის მორიგი ჯილდო მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:18, 25 Dec, 2017     1121

„ვენდიმ“ ქართული წარმოების წახალისებისა და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფისათვის „გარდენ ჰოლში“ გამართულ მედიაჰოლდინგ Georgian Times-ისა და საზოგადოებრივიაზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ტრადიციულ „ბიზნეს დაჯილდოებაზე“ მორიგი აღიარება მიიღო. „ხარისხის გარანტი“, „ეროვნული წარმოება“, „მაღალი ეკოლოგიური სტანდარტი“ - ესაა ჯილდოები, რომელიც 2016 - 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალზე „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელს ერგო.

„ვენდიმ“ „ხარისხის გარანტი“ საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურების და სისუფთავისთვის მიიღო. ეროვნული წარმოების წახალისებისათვის ჯილდო კი „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებისათვის ერგო.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, „ვისოლ ჯგუფისთვის“, ისევე როგორც „ვენდისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და ეროვნული წარმოების წახალისებაა. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. “ვენდის” შემთხვევაში, მთელ სხვა რიგ პროდუქტებთან ერთად ადგილზევე ხდება საქონლისა და ფრინველის ხორცის, პურების წარმოება რომელიც ბურგერებისთვის გამოიყენება. როგორც “ვენდისში”, ასევე “დანკინ დონატსში” იმპორტი სრულად ჩავანაცვლეთ ქართული პროდუქციით, რამაც მილიონობით ლარი მოუტანა საქართველოს ეკონომიკას. შესაბამისად, ამ ძალისხმევის დაფასება და მორიგი ხარისხის ჯილდო ჩვენთვის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა.“, აცხადებს სოსო ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42