„მოძალადეების ვინაობა უნდა ვიცოდეთ!“ - კვირიკაშვილის გინებიდან რატიანის ცემამდე
პოზიცია - 15:11, 25 Dec, 2017     4331
ღირსების დაცვა გინებითა და მუქარით, მაგინებელი პოლიტიკოსები და აგრესიული ზოგიერთი სამართალდამცავი - ეს ქართული რეალობაა.

სამწუხაროდ, ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში აგრესია ჭარბობს: ჩხუბი პარლამენტში, ცემა-ტყეპა ტელესტუდიაში, სისხლიანი გარჩევები მოზარდებს შორის და დაპირისპირება პოლიციასთან თითქმის ყოველდღიურობად იქცა. ამას დაემატა გიორგი კვირიკაშვილის გინება, თუმცა რაც ეპატიება პრემიერს, როგორც ჩანს, არ ეპატიება უბრალო მოქალაქეს.

ჰოდა, ორი დღის წინ, გაძლიერებული საპოლიციო კონტროლის ფონზე, პოლიციელებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს და, როგორც რატიანი ამბობს, ოთხი საათის განმავლობაში სცემდნენ. ფაქტის გახმაურების შემდეგ, პოეტი გაათავისუფლეს. სამართალდამცავები კი, გამოძიების დასრულებამდე, სამსახურს ჩამოაცილეს.

რაც შეეხება პოლიციისგან ნაცემ რატიანს, მისი მდგომარეობა დღეს გაურესდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე, ზვიად რატიანმა მომხდარის შესახებ თბილისის პროკურატურაში ისაუბრა. პოეტს არ დაუმალავს, რომ ნასვამი იყო და ბევრი რამ არ ახსოვს. რაც ზუსტად იცის და ეტყობა, ეს ფიზიკური ძალადობის კვალია.

„საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ არ მახსოვს. არც დასამალია და არც სამარცხვინო - ნასვამი ვიყავი. რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან ბევრი მომხვდა, განსაკუთრებით თავში.

სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო, მეც ვაგინებდი და ვცდილობდი, ფეხები გამეთავისუფლებინა.

6-7 იყვნენ, განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, დაწერეს, რომ მე უკვე ნაცემი მნახეს - დაზიანებებით, ამ ოქმზე ჩემი ხელმოწერა არ არის.

ის, რაც მათ უწერიათ, რომ თამარ მეფის გამზირზე 50-ს გადაცილებული კაცი ვიდექი და უმისამართოდ ვიგინებოდი, არ მოხდებოდა, რადგან არც იმდენად ნასვამი ვიყავი", - განაცხადა რატიანმა.

მოძალადო პოლიციელების დასჯას ითხოვენ პოეტის კოლეგები. ჩვენი რესპოდენტბი მომხდარს საბჭოთა ნარატივს უწოდებენ.

„ეს ადამიანი ნაწამებია, 4 საათის განმავლობაში მანქანაში ჩატენილი ჰყავდათ - ძალადობის კვალ ზვიადს სხეულზე ეტყობა, როგორც იტყვიან, მტკიცებულებები სახეზეა.

თუკი ადამიანი არღვევს წესრიგს, ხმაურობს და ხულიგნობს, სამართალდამცავებმა, ცხადია, დებოშის ხარისხს შესაბამისი რეაქცია უნდა მისცენ, თუმცა პოლიციას აქვს თმენის ვალდებულება და როდესაც სამართალდამცავი ისე იქცევა, როგორც საბჭოთა პერიოდის მილიცია - ძველბიჭობს კრიმინალური მეთოდებით, როცა მწამებელი და მჩაგვრელი ხდება, ვიღაცის ნასვამობის შედეგად გინებაზე საუბარი ზედმეტია. საქართველოში იგინება ყველა - პრემიერით დაწყებული, უბრალო ადამიანით დამთავრებული. მოძალადეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არ შეიძლება, ის ძალადობდეს, ვინც წესრიგისა და მშვიდობის უზრუნველმყოფელი უნდა იყოს.

უნდა ვიცოდეთ მოძალადეების ვინაობა და ისიც, თუ რა ელით მათ. აქ საუბარი არაა რატიანზე. საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება ელოდეს უბრალო მოქალაქეს. ზვიად რატიანი საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი პოეტია და მისი საკითხი გახმაურდა. წარმოიდგინეთ, უცნობ ადამიანს რას უზამენ. ეს რომ რატიანი არ ყოფილიყო და ამ საკითხზე ხმაური არ აგვეტეხა, დარწმუნებული ვარ, სხვა, რიგითი ადამიანი უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა და მას დაბრალდებოდა ყველაფერი,“ - განუცხდა „ნიუპოსტს“ ლაშა ბუღაძემ.

მწერალი გამორიცხავს, რომ მისი კოლეგის ცემა ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის საკითხზე აგორებულ სკანდალს უკავშირდებოდეს.

„ამ საკითხს ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ, ამის არც საფუძველი არსებობს და არც - მტკიცებულება. საქმე გვაქს 90-იანებიდან გადმოსულ რეიდების გაუაზრებელი ტრადიციასთან. რა დროს რეიდებია, რაზე ვსაუბრობთ?!

წესრიგის დაცვა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესებშია, მაგრამ ადამიანის უფლებები არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც ყველგან და ყველაფერში, საქართველოშიც ძალადობა სწორედ გაუნათლებლობის გამო იბადება. რეფორმა უნდა შეეხოს განათლებასაც, რომ ადამიანმა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რისი - არა,“ - ამბობს მწერალი.

ლაშა ბუღაძის შეფასებით, შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადება „სრულიად უტიფარი“, შს მინისტრ გახარია შეფასება კი ადეკვატური იყო.

„მინისტრ გახარიას რეაქცია მომეწონა, რომელიც მისი მოადგილის განცხადებისგან განსხვავდებოდა და არ იყო ჩაჯინებული პოზიციიდან. რაც შეეხება შს მინისტრის მოადგილის პრესკონფერენციას, ეს იყო ნამდვილად უტიფრული განცხადება. ბატონმა გახარიამ კი თქვა, კარგი იქნება, უფლებებზე ვისაუბროთ და საზოგადოება რეფორმებში იყოს ჩართულიო. მას ერთმნიშვნელოვნად არ უთქვამს, რომ პოლიციელები, 7-8 კაცი, უფრთო ანგელოზები იყვნენ, ზვიად რატიანი კი მინოტავრი, რომელიც ვერ დააკავეს.

სახელმწიფოს ინტერესშია, რომ საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული და წესრიგი სამართალდამცავებმა 21-ე საუკუნის შესაფერისი მეთოდებით უზრუნველყონ,“ - თქვა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ბუღაძე.

პოეტ პაატა შამუგიას შეფასებით, „გინება წამების საფუძველი“ არ უნდა იყოს.

„ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პირველი პირები უშვერი სიტყვებით იგინებიან, ასე რომ, ჯობია ღონისძიებების გატარება ზემოდან დაიწყონ. ჩვენ კრიჭაში არავის ვუდგავართ. გვინდა, ისეთი პოლიცია, რომლის დანახვაზე დაცულობის და არა დაუცველობის შეგრძნება გვექნება.

ჩემი აზრით, მომხდარის შეფასებისას მინისტრი გახარია უფრო ადეკვატური იყო, ვიდრე მისი მოადგილე, რომელიც ამბობდა, რომ გინების გამო სცემეს ზვიად რატიანი,“ - განაცხადა შამუგიამ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება რატიანის პოზიცია ფრანქფურტის წიგნის ფესტივალის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, მწერალი ამბობს, რომ ასეთ შეთქმულების თეორიებში ვერ შევა.

„მიზეზბს იმედია, გამოძიება დადგენს“, - ამბობს პაატა შამუგია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42