ტკივილი გულმკერდის არეში: საშიში თუ საყურადღებო?
ეს საინტერესოა - 11:59, 25 Dec, 2017     9983

ნებისმიერი ტკივილი გულმკერდის არეში ადამიანების მიერ აღიქმება, როგორც გულის ტკივილი. ვინაიდან გული მოთავსებულია გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ნებისმიერი დისკომორტი პაციენტებისთვის შემაშფოთებელია და ხდება საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო შიშის მიზეზი.

თუმცა ჭეშმარიტი კარდიალური, ანუ გულისმიერი ტკივილი საკმაოდ დამახასიათებელი სიმპტომია და მისი ერთხელ გამოცდის შემთხვევაშიც კი დავიწყება შეუძლებელია.

ანუ როგორც წინა ნათქვამიდან ჩანს გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს კარდიალური და არაკარდიალური მიზეზები.

კლასიკური სახით გულის ტკივილი ძირითადად პროვოცირდება ფიზიკური აქტივობით და აქვს დამახასიათებელი გავრცელება. იწყება დისკომფორტი მკერდის ძვლის უკან, რომელიც ვრცელდება კისრის მიმართულებით ე.წ. „ჰალსტუხისებური ირადიაცია“. შესაძლოა გავრცელდეს ქვედა ყბაში, კბილებში, ყელში, მხრებში (ორივე მხრის სახსრისკენ), ზემო კიდურების შიგნითა ზედაპირებისკენ. შესაძლოა იყოს ეპიგასტრიუმში, ანუ მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი.

ვინაიდან სტენოკარდიული, ანუ გულისმიერი ტკივილი იწყება ფიზიკური აქტივობის ფონზე და მისი ინტენსივობა ძლიერდება დატვირთვის მატებასთან ერთად ევროპელებმა მას ხატოვნად „ვიტრინების“ დაავადება უწოდეს, რადგან ამ სახის დისკომფორტის დროს ადამიანი იძულებულია გაჩერდეს ფეხით სიარულის ან სეირნობისას, შეშინებულია და თითქოს ათვალიერებს მაღაზიის ვიტრინებს.

არსებობს გულის ტკივილის ატიპიური გამოვლენაც. მაგალითად კბილებში, მხოლოდ ხელებში.

რაც შეეხება არაკარდიალურ ტკივილს, მისი მიზეზია გულმკერდის ღრუში არსებული სხვა ორგანოების ან ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის პრობლემით გამოწვეული დისკომფოტი, რაც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან. მსგავსი ხასიათის ტკივილი ძლიერდება ხელით ზეწოლისას, ღრმა ჩასუნთქვისას, სხეული პოზიციის ცვლილებისას, ხველის დროს. მასაც აქვს დამახასიათებელი ლოკალიზაცია, იმის და მიხედვით თუ რომელი ორგანოს პრობლემა გვაძლევს ტკივილს გულმკერდში.

ნებისმიერი დისკომფორტი გულმკერდის არეში საჭიროებს დროულ, კვლიფიციურ შეფასებას. სჭიროა მოხდეს ზუსტი იდენტიფიცირება, თუ რა სახის ტკივილთან და დისკომფორტთან გვაქვს საქმე, ვინაიდან დროული დიაგნოსტიკა თავიდან აგვაცილებს მომავალ გართულებებს, რომელი გართულებებიც შესაძლოა სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კი იყოს.

ამიტომ ნებისმიერი ხასიათის ტკივილი გულმკერდში საყურადღებოა.


წყარო: evex.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42