ინფორმაციას ამის შესახებ "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს, რომლის წარმომადგენელმაც შეკითხვა ამ მოხელის ქცევის შესახებ 3 ივლისის პრესკონფერენციის მსვლელობისას ბიძინა ივანიშვილს დაუსვა, თუმცა, პრემიერმინისტრმა მაშინ განაცხადა, რომ დირექტორთა დაბარების სესახებ არაფერი იცის.
გამოცემის ცნობით, გიორგი გერსამიშვილი კასპის ზონას ჩამოაცილეს, მაგრამ ქარელის ზონა ჩააბარეს – ეს ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს ოლეგ იაძეს ეკუთვნის:
"გერმისაშვილს, როგორც მე ვიცი, ამჟამად, ქარელის ზონა ჩააბარეს. ის კასპს მოაცილეს. მე გარანტიას ვაძლევ ჩემი რაიონის პედაგოგებს, დირექტორებს და სხვა პირებს, მათზე ზეწოლას ვეღარავინ გაბედავს. ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში, მე ამოვიღებ ხმას და ვიქნები მათი დამცველი. რაც შეეხება გერმისაშვილს, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებდე, ის იყო პირველი დამტერორებელი და დამშანტაჟებელი ჩვენი რაიონის." – აცხადებს ოლეგ იაძე.
კასპელ დირექტორებზე ზეწოლის ფაქტები პირველად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაახმაურა. კასპის ორი საჯარო სკოლის, ასევე სოფლების – დოესის, მეტეხის და ხოვლის სკოლების დირექტორებმა ვიდეო-ინტერვიუში, გერმისაშვილის მიერ დაბარების და დაკითხვის შესახებ, ვრცლად ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები






