საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ეკლესიასასა და პატრიარქის მისიონერულ მოღვაწეობაზეა საუბარი პატრიარქობის 40 წლის განმავლობაში:
„2017 წელი განსაკუთრებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში. წელს ჩვენი ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს 3 დიდ თარიღს - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთი საუკუნის მანძილზე შეჩერებული 15-საუკუნოვანი ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავს; უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს“, - ნათქვამია წმინდა სინოდის განცხადდებაში.
განცხადებაში, ასევე, საუბარია ეკლესიის გაძლიერებაზეც:
„ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ იქნება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და ბოლო ჟამს კულმინაციას მიაღწევს. რაც უფრო ძლიერდება ეკლესია, მით უფრო იზრდება მასთან დაპირისპირება. ჩვენი ეკლესიის მიმართ ეს დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა. 2017 საიუბილეო წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ამგვარი დაპირიპისრების პირობებში არათუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი არ იყო ადვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სრული ტექსტი იყიდეთ Kvirispalitra.ge - ზე.
მასალის გამოყენების პირობები