დღეს, მის უარყოფით გავლენაზე ვისაუბრებთ.
მკვეთრი, ფერადი, სწრაფად ცვალებადი კადრების ხანგრძლივად ყურებას ბავშვის ნერვული სისტემის აღგზნებამდე მივყავართ, ამიტომ ექიმების უმრავლესობა თვლის, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი მულტფილმების ყურება. რც შეეხება შედარებით მოზრდილი ასაკს ბავშვებს, სპეციალისტები თვლიან, რომ მათ შემთხვევაში ზომიერების დაცვა აუცილებელია.
მულტფილმების ხანგრძლივად ყურება ბავშვის ისედაც მგრძნობიარე და ჩამოუყალიბებელი ნერვული სისტემისთვის საზიანოა. მის თვალებზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს ტელევიზორის ეკრანთან დიდი დროის გატარება.
გარდა ამისა, ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც პატარა ასაკიდანვე ტელეეკრანებს არიან მიჯაჭვულები, ნაკლებად აქტიურები და მოძრავები არიან , ამავდროულად თანატოლებთან თამაშსა და ურთიერთობას, ეკრანთან ყოფნას ამჯობინებენ, რაც ძალიან ცუდია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ასე ბავშვი პასიური ცხოვრების წესს ეჩვევა და მისი ფიზიკური აქტივობა დაბალია, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






