24 დეკემბერს, სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო თავისი ყოველწლიური მოგზაურობა დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის და კანადის სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებული ხელმძღვანელობა (NORAD) იუწყება.
ეს მისი 62-ე მოგზაურობაა, რომ ყველა პატარას შობის დღესასწაული მიულოცოს და საჩუქრები დაურიგოს.
"ნორადის" ცნობით, სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე თავისი რეზიდენციიდან 9 ირმით შებმული მარხილით გაემგზავრა, რამდენიმე ტონა საჩუქრით.
"ზღაპრული პერსონაჟის მარხილის სიგრძე 75 შაქრიან ჩხირს ან 150 კანფეტს უდრის. მ “ - ნათქვამია NORAD- ის ვებგვერდზე, სადაც შეგიძლიათ სანტას მოგზაურობას ადევნოთ თვალი.
პროექტი „NORAD-ი სანტას თვალს ადევნებს“ 1995 წელს დაიწყო, როდესაც კოლორადოს შტატის ერთ-ერთმა დიდმა სავაჭრო ცენტრმა რეკლამა განათავსა და ბავშვებს სანტასთვის დარეკვისკენ მოუცა, თუმცა ნომერი შეცდომით მიუთითა და შესაბამისად, ბავშვები სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებული ხელმძღვანელობას ურეკავდნენ. ამის შემდეგ, ყოველწლიურად საშობაოდ კოლორადოს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა სანტა კლაუსის მოგზაურობის თვალთვალის ცენტრი ხდება.
მასალის გამოყენების პირობები






