გვატემალა თავის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„უკვე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს იმოქმედოს და ყველა საჭირო ზომა მიიღოს საელჩოს იერუსალიმში გადასატანად“ - წერს ქვეყნის პრეზიდენტი.
6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარება.
21 დეკემბერს კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უკან წაიღოს. საუბარია იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასა და იერუსალიმში საელჩოს გადატანის საკითხზე. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 8 ქვეყანამ - ისრაელი, გვატემალა, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, პალაუ და ტოგო. კენჭისყრისად თავი შეიკავა 35-მა ქვეყანამ, კენჭისყრის პროცესს არ დაესწრო 21 ქვეყანა.
მასალის გამოყენების პირობები






