იუნესკომ ტოლმა აზერბაიჯანელთა კუთვნილებად აღიარა, რაც დღემდე სომეხთა დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
ამ თემას განსაკუთრებით აქტიურად ინტერნეტში განიხილავენ და ხშირად ურთიერთშეურაცხყოფამდეც მიდიან. ამასთან, საუბარია ხორცის ფარშზე, რომელიც ვაზის ფოთოლშია გახვეული, თორემ კომბოსტოში გახვეულ ფარშზე (голубцы) პრეტენზიას უკვე რუსები აცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ტოლმას, მისი სხვადასხვა ვარიაციებით ალჟირიდან დაწყებული, ჩინეთით დამთავრებული ძალიან ბევრ ქვეყანაში ამზადებენ.
აზერბაიჯანელები და სომხები ტოლმის ფორმის კლასიკურობაზეც კამათობენ - ჩვენთვის ნაცნობი მილისებრი ფორმისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ტოლმას კონვერტის ფორმა აქვს.
ამ კამათმა ევროპამდეც მიაღწია და გერმანელებს კომედიური სერიალის შექმნის იდეაც გაუჩინა. ფილმს სამი მთავარი გმირი ჰყავს - აზრბაიჯანელი, სომეხი და ქართველი სტუდენტი, რომლებიც იძულებულნი არიან ბერლინში ერთ ბინაში იცხოვრონ. სერიალის, რომლის პირველადი სახელწოდებაც Dolma Diaries-ია, ერთერთი ავტორი ოლივერ მიუსერი აცხადებს, რომ მისი პირველი სეზონი youtube-ზე შესაძლოა 2018 წელს დაიდოს.
წყარო - bbc

მასალის გამოყენების პირობები






