მაიკროსოფტმა სმარტფონებისთვის მეგრულენოვანი კლავიატურა შექმნა
ეს საინტერესოა - 13:19, 23 Dec, 2017     9768
ონლაინ გამოცემა "ლაივპრესი" საინტერესო სიახლეზე გვიყვება.

მათთვის, ვინც სატელეფონო მიმოწერაში მეგრულს იყენებს, პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და კომფორტული გახდა.

პოპულარულ აპლიკაციაში (SwiftKey Keyboard), რომელსაც 100 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს, ქართული ანბანის ბაზაზევე, შეიქმნა მეგრული კლავიატურა - დაემატა ასო ჸ და ჷ, რომელიც მეგრული სიტყვების დიდ ნაწილში გამოიყენება. ამ ეტაპზე აპლიკაცია ფლეი მარკეტში ხელმისაწვდომია ანდროიდებისთვის, იგეგმება აიფონ ვერსიის მომზადებაც.

როგორც "ლაივპრესი" წერს, აპლიკაცია კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია „მაიკროსოფტის“ (Microsoft) თანამშრომლმა, ჯულიენ ბეილიმ კოლეგებთან ერთად შექმნა. მას ფეისბუკზე მეგრულენოვანი გვერდის „მარგალური ნინა - მეგრული ენა - Megrelian Language“ ადმინისტრატორი გიგა ქავთარაძე დაეხმარა.

„გვერდის მესენჯერში წერილი მომივიდა Julien Baley-ისგან, რომ სურს დავეხმარო მეგრული ლექსიკონების და მეგრული ტექსტების მოძიებაში, იმისთვის, რომ შექმნას მეგრული კლავიატურა, რაც ნიშნავს, არა რამე ახალი დამწერლობის შედგენას, არამედ ქართული ანბანის ბაზაზევე, დამატებით, კიდევ ორი მეგრული ასო-ნიშნის, ჸ-ს და ჷ-ს ჩამატებას ამ კლავიატურაზე, რომელიც მეგრული ენისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს და მე მას მივაწოდე მეგრული ლექსიკონების სხვადასხვა ვერსიები, მეგრული ვიკიპედიის ტექსტები და ასევე, ლექსები თუ სხვა ნაწერები, რაც კი არსებობს ინტერნეტ სივრცეში ამ ენაზე“- აცხადებს „ლაივპრესთან საუბრისას გიგა ქავთარაძე.

მისივე თქმით, ამ აპლიკაციაში ჩაშენდა მეგრული სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა, რამაც გააადვილა ამ ენაზე წერა. პარალელურად აპლიკაცია წერისას სიტყვებს ე.წ. სპელ ჩექერის ფუნქციის გამოყენებით ასწორებს.
„ასევე გვთავაზობს სავარაუდო წინადადების შესადგენ სიტყვებს თანმიმდევრულად. მაგალითად, თუ დაწერ "მუჭო"-ს, ავტომატურად გთავაზობს იქვე, სიტყვა "რექ"-ს ანუ "მუჭო რექ", (როგორ ხარ. ავტ)" - ამბობს ქავთარაძე.

წყარო: www.livepress.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42