_ალბათ 10-12 წელია NDI და მოგვიანებით IRI ატარებს ამ კვლევებს, მეთოლოგია ვიცით როგორია და ამასთან დაკავშირებით არასოდეს არ დაგვისვამს კითხვები. თავად ეს კვლევები მნიშვნელოვანია არა იმდენად თუ რა ხდება ახლა, არამედ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 3-6 თვის წინანდელ სიტუაციას შევადაროთ და ვნახოთ, როგორია ტენდენცია საზოგადობაში.
ბუნებრივი ტენდენციაა, როცა არჩვენების შემდეგ გამარჯვებულ პარტიას თუ კოალიციას აქვს ნდობის მაღალი მანდატი და რაც დრო გადის, ის დაბლა იწევს. ყველა ხელისუფლება ცდილობს, ეს დაწევა დასაშვებ ნორმებს არ გასცდეს, ანუ არ მივიდეს იქამდე, რომ პრაქტიკულად, ხელისუფლებამ სრულად დაკარგოს საზოგადოების ნდობა.
ჯერ-ჯერობით, რაც ამ კვლევებში ჩანს არის ის, რომ თუ მარტში 58% ამბობდა, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, ახლა ამბობს 45%, ანუ 13%-იანი კლებაა და მეორე, ტენდენციებს რაც შეეხება, კლება იწყო იმ ადამიანების რიცხვმა, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა ჩემთვის მნიშნელოვანს აკეთებს იმ სფეროში, რაც ჩემთვის არსებითია.
ქვეყნის მიმართულებას რაც შეეხება, ძირითადად, სამი კომპონენტი უნდა განვიხილოთ. პირველი ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა. იმის გამო, რომ ვერანაირი სიახლე ვერ შესთავა საზოგადოებას ხელისფლებამ, განსაკუთრებით მეწარმეებს და ინვესტორებს, და პირიქით გაუარესდა საინვესტიციო გარემო საქართველოში, მივედით იქამდე, რომ ეკონომიკა გაჩერდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ადგილები აღარ იმატებს. უფრო მეტიც, საქსტატის მონაცემებით პირველ სამ თვეში დაიკარგა 42 ათასი სამუშაო ადგილი, როცა ჯერ კიდევ პირველ კვარტალში რაღაცა ზრდა იყო ეკონომიკის. თუ მეორე კვარტალს ავიღებთ, როცა მაისში საერთოდ გაჩერდა ეკონომიკა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 42 ათასს, ერთი ამდენი კიდევ დაემატებოდა.
ეკონომიკური ფაქტორი არის განმსაზღვრელი, რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა. ადამიანები ამას საკუთარ თავზე, ოჯახებზე გრძნობენ, რაც კვლევებში უკვე ყველაზე მკაფიო ინდიკატორია.
რა არის ყველაზე მთავარი საკითხი ქვეყანაში? ეს არის სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა, ფასების ზრდა, ამ ნაწილში ყველაზე დაბალი პოზიტიური შეფასება აქვს ივანიშვილის მთავრობას, არადა ეს არის ნომერ პირველი ეროვნული საკითხები, ამიტომაცაა, რომ უკვე კლებაა რეიტინგებში.
29% გამოიკვეთა, რომელიც ცუდად აფასებს ივანიშვილის საქმიანობას სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით, ეს არის საზოგადოების მესამედი. ის ამბობს, რომ ივანიშვილი ამ კუთხით არაფერს აკეთებს.
გამოქვეყნდა საქსტატის მონაცმეები იმპორტ-ექსპორტზე და თუ შევადარებთ წლევანდელ 6 თვეს წინა წლის 6 თვეს, სავაჭრო ბრუნვა არის შემცირებული 3%-ით, რაც საგანგაშოა და იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არის გაჩერებული. აღნიშნულ მონაცემებში ნაჩვენებია, რომ ექსპორტი არის გაზრდილი და იმპორტი არის მკვეთრად შემცირებული, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოხმარება არის შემცირებული, ანუ საზოგადოება უფრთხილდება ფულს, ის ნაკლებს ხარჯავს ვიდრე ხარჯავდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამაინებმა დაკარეგეს სამუშაო ადგილები. ექსპორტის მატება, ამ შემთხვევაში, არ ნიშნავს წარმოების გაზრდას, ეს არის მანქანების რე-ექსპორტი და ესეც ჩვენი დაწყებული საქმეა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ჩვენი შემოსავლების.
ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სადაც საზოგადოების მოლოდინი იყო ძალიან დიდი ეკონომიკური გაუმჯობესება და სამართლიანობის აღდგენა.
,,ნაციონალური მოძრაობის" პირობებში, საშუალოდ, ეკონომიკა იზრდებოდა 7%-ით, რაც ყოველწლიურად ხმარდებოდა უფრო და უფრო მეტი საგებლის მიცემას ხალხისთვის, ეს იყო პენსიების, სოციალური დახმარებების ზრდა, თვითონ იმ წრის გაფართოება, ვინც სოციალურ დახმარებებს იღებდა, იყო ეკონომიკური პროექტები, სადაც ადამაინები საქმდებოდნენ. საზოგადოებაში ბუნებრივია გაიზარდა მოთხოვნილებები და ამ გაზრიდილი მოთოხვნილებებისთვის არ იყო საკმარისი ის 7%-იც კი. ჩვენ ვცხოვრობთ ღია და გახსნილ სამყაროში, ფესიბუქის სამყაროში... ყველას სურს დასასვენებლად წასვლა, ყველამ იცის უკვე სერვისი ფასი და ა.შ.. ეხლა როცა ეკონომიკა გაჩერდა და ამ დროს არსებობს ძალიან დიდი მოთხოვნილებები და მოლოდინები, ხალხში უკმაყოფილების გაჩენა ბუნებრივი პროცესია.
მეორე დიდი ნაწილი, რატომაც ქვეყნის განვითარებასთან დაკავშრებით უკმაყოფილება გაჩნდა საზოგადოებაში, ეს უკავშირდება საგარეო პოლიტიკას.
ჩემი აზრით, როგორი ილუზორულიც იყო ,,ქართული ოცნების" უხვად გაცემული დაპირება, ბენზინის, ტარიფების ფასთან, თუ იგივე ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით, ასეთივე ილუზორული იყო საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, რომ ჩვენ შევცვლით რეიტორიკას, ის იქნება მაამებელი და რუსი დათვი დაწყნარდება.
ამის დადასტურებაა ის მოველნები, რაც ხდება საოკუპაციო ზოლთან, არ ვგულისხმობ მარტო მავთულხლართების გავლებას, არამედ პრაქტიკულად ყოველ კვირას ვხედვათ, როგორ იტაცებენ მინდორში სამუშაოდ გასულ ადამაინებს.
ძალიან შთამბეჭდავია ასევე რუსეთის ნაწილიც, მაგალითად როგორ შევაფასებთ ივანიშვილის საქმიანობას რუსეთთან ურთეირთბების დარეგულირებაში, აქაც 12%-იანი ვარდნაა, საზოგადოება ხედვას, რომ ეს პრაქტიკულად ძალიან რთულია და არ მოხდა ის, რასაც წინასაარჩევნოდ ჰპირდბოდნენ.
რუსეთის ნაწილშივე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც რუსეთს საფრთხედ აღიქვამს. ძალიან მაღალი იყო მათი რიცხვი, რომელიც ფიქრობდა რომ საფრთხე არის მაგრამ ძალიან გაზვიადებულია, ამჯერად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ ყოფილა გაზვიადებული. ,,ქართული ოცნებისგან" მუდმივად ვისმენდით, რომ კი რუსეთი არასწორად იქცევა, მაგრამ ამას სააკაშვილი და ნაცმოძრაობა აზვიადებენ. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო გაზვადებული.
მესამე კომპონენტი არის თვითონ ე.წ. სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანობის აღდგენა რამდენიმე კომპონენტად უნდა დავშალოთ.
კი ბატონო, ვთქვათ, რომ იყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაცდომები, იგივე როცა საქმე ეხებოდა ქონების საკითხს და ა.შ. თუმცა ამაზე სასაამრთლომ უნდა იმსჯელოს და გაარკვიოს, მაგრამ ისეთი კამპანია აწარმოა ,,ქართულმა ოცნებამ" და ისეთი მოლოდინი შექმნა, რომ ლამის ყველა მეორე მოქალაქე საჩივარს წერს, მგონი ისინიც კი, ვინ ოცდესმე პატრულს ღვედის შეუკვრელობის გამო დაუჯარიმებია. ამიტომ, როცა 10 ათასობით საჩივარი შედის და მოლოდინი არის გაზრდილი, ბუნებრივია ვეცერთი ხელისუფელბა ვერ შეძლებს, თავიდან გადაწეროს ყველაფერი, ამიტომ მოლოდინის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადმაიანებს უჩნდებათ უკმაყოფილების განცდა ე.წ. სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
ხელისუფლება თვლის, რომ ამ ტალღას ჩააცხრობს თუ დაიჭერენ ნაციონალური მოძრაობის და წინა ხელისუფელბის ლიდერებს, მაგრამ ფაქტია ეს საქმეს არსებითად არ შველის და უფრო მეტიც, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, ადრე თუ იყო გამთქმა ასფალტი ვჭამოთ? ეხლ ეს შეცვალა დაჭერები ვჭამოთ? სწორედ ამის გამო არის, რომ დღეს ,,ქართული ოცნება" საუბრობს პოზიტიური კამპანიის წარმოებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას რაღაც უნდა უთხრა სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე, უნდა უთხრა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ა.შ. მაგრამ, ამ ნაწილში მთავრობას ბევრი არაფერი აქვს სათქმელი.
_თუმცა, მთავრობა საუბრობს იგივე 100 საწარმოს აშენებაზე.
_თუნდაც, რომ ავიღოთ ეს ყბადაღებული 100 საწარმო, ერთ-ერთი დებატების დროს, ვითხოვე, კონკრეტულად მითხარით, რომელ რაიონში რომელი საწარმო აშენდება? არავინ არაფერს ამბობს, ხომ უნდა განსაზღვრო, რისი საწარმო სად შენდება, რაღაც გეგმა ხომ აუნდა არსებობდეს? მეხილეობის იქნება, ვთქვათ, ქარელში და ღვინის გურჯაანში, წარმოდგენა ხომ უნდა გქონდეს სად რა იქნება. ამიტომ საზოგადოებას სჭირდება მეტი კონკრეტიკა, ყველა რაიონს აინტერსებს, ჩემთან რა მოხდება.
სოფლის მეურნეობა რომ ავიღოთ, ჩვენ პრაქტიკულად გავედით იმ ზღვარზე, როდესაც ყველაზე მთავარი ეტაპი უნდა დაწყებულიყო, ეს იყო საირიგაციო სისტემის კიდევ უფრო მოწესრიგება, გარკევულ ნაწილში ეს მოხდა, მაგრამ უფრო მეტი მასშტაბებით უნდა განხორციელებულიყო. იგივე გადამამუშავებელი ქარხნები, ასევ ძალიან მნიშვენლოვანია სოფლის მეურნეობისთვის სანერგე მეურნეობა, ანუ იმ ტიპის ნაყოფის მოყვნა, რომელიც გამოდგება, გნებავთ მაცივარში შესანახად, გნებავთ გადამამუშავებელი საქმიანობისთვის, იმ ტიპის მრეწველობისთვის, როგორიც არის მარნეულის ან კულას ქარხანა. იმის მაგივრად, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით სპეციფიური საქმეები აკეთოს, პოპულიზმს არის გამოდებული. მოიხნა ათასობის ჰექტარი, რომლის ნაწილზე აღარ დაითესა არაფერი, ბუნებრივია, რომ შედეგი ვერ იქნება ადექვატური.
მაგალითად ხვნის და თესვის ვაუჩერებს რაც შეეხება, იქ რა მოხდა სინამდვილეში - ამ ვაუჩერებმა გამოიწვია ფასების ინფლაცია, თუ გლეხი შესაწამლ მასლას ყიდულობდა რაღაც ფასად, ის გაიზრდა 30 %-ით იმ კორუფციის გამო, რაც იქნა სამინისტროში აღმოჩენილი. გლეხმა თვითონ იმ ხეხილისთვის და ვენახისთვის ვერაფერი მიიღო, მიიღო იმან ვისაც სახნავ-სათესი ჰქონდა, ამიტომ ძალიან გაუაზრებელი იყო ეს პროგრამა. საკითხს არ უნდა შევხედოთ ისე, რომ ოღონდ მთავრობამ რამე გააკეთოს და რაც გინდა აკეთოს, არა - მთავრობამ უნდა გაკეთოს ისე, რაც ამ სიღარიბის პირბებში იქნება ძალიან მიზანმიმართული. ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ ასეთ პოპულისტურ რაღაცეებზე ვხარჯოთ, ჩვენ ღარიბი ქეყანა ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფელბის პირობებში ბიუჯეტი 12-ჯერ გაიზარდა და დავუტოვეთ 9 მილიარდიანი ბიუჯეტი, ანუ დღევანდელ მთავრობას შეუძლია ნაერთი ბიუჯეტის სახით 9 მილიარდიანი ბიუჯეტი მართოს.
_ახალი ხელისუფელბა ამბობს, რომ ბიუჯეტში არაფერი დატოვა წინა ხელისუფლებამ...
კი ისინი ამბობენ, მაგრამ გადასახადებს რასაც კრეფენ, თუნდაც კლებით, ის არის იმ ეკონომიკის და სისტემის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავტოვეთ. ასეთი ტყუილები, რითაც ცდილობენ ფონს გავიდეს, საზოგადოებაში აღარ მუშაობს და კვლევბიც ამას ადასტურებს, საზოგადოება გაცნობიერებულია ამ საკითხებში. არჩევნებში ჩვენი დამარცხების შედეგი არ იყო მხოლოდ მობეზრება, რა თქმა უნდა, დიდ პროცენტით განმსაზღვრელი იყო ივანიშვილის ფული და ყველას ეგონა რომ ფულს დაარიგებდა, მაგრამ გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა ფიქრობდა და აანალიზებდა იმ შეცდომებს, რაც ჩვენ დავუშვით და არჩევანი ამის მიხედვით გააკეთა. ასევე გააკეთებს საზოგადოება არჩევანს იმ შეცდომების მიხედვით, რასაც უხვად უშვებს ახალი ხელისუფელბა.
_ისევ კვლევებიდან თუ ამოვალთ, არსებული ტენდენციის მიხედვით, რამდენად ხელსაყრელია ვითარება ინვესტორებისთვის? ფაქტია, ინვესტორი ადევნებს თვალს მიმდინარე დინამიკას, იგივე პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
_ინვესტორს ჭირდება იმის განცდა, რომ როგორიც არ უნდა იყოს გარემო და ვინც არ უნდა შეცვალოს ხელისუფლება, მას არავინ მიადგება და არ დაუწყებს სასამართლოში ტარებას იმის გამო, რომ მან ბიზნესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ამიტომ, როცა პოტენციური ინვესტორები ხედავენ იმას, რომ ხელისუფლება დაკავებულია თავისი ოპონენტების პოლიტკური დევნით, ასეთ პირობებში ის ფიქრობს იმაზეც, რომ ხვალ შესაძლოა ხალხის განწყობა შეიცვალოს, პოლიტიკური მომავალი გახდეს გაურკვეველი, მითუმეტეს, როცა პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ მე წავალ... პრემიერი იქნება თუ პრეზიდენტი, იმიტომ არსებობს გარკვეული ვადა და საარჩევნო ციკლი, რომ იგივე ბიზნესს სწორად პროგნოზირების საშუალება ჰქონდეს, ვინ მართავს ქვეყანას. მაგრამ როცა ერთი წლის თავზე წასვლას აპირებ, ბიზნესი იბნევა და ფიქრობს, მოდი დაველოდოთ. ამიტომ ყველა პარამეტრი, იქნება ეს ფონდების ამოქმედება, პრემიერ ივანიშვილის წასვლა თუ არშემდგარი კოაბიტაცია, როცა ადგილი აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ყველა პარამეტრი მოქმედებს ინვესტორზე.
ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი ხელისუფლების დრო ინვესტიციებს ვიზიდავდით იმით, რომ საქართველოს დადებით იმიჯს ვუწევდით პოპულარიზებას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აქ მნიშვნელოვანი იყო ის რეიტინგები, სადაც საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მაჩვენებლები. დღეს, როცა ახალმა მთავრობამ ასეთი რეიტინგები და იმიჯის პოპულარიზაცია გამოაცხადა სააკაშვილის მთავრობის პიარ-აქციად, ასეთ პირობებში ბუნებრივია ინვესტორებს მოტივაცია ეკრგებათ. როდესაც CNN-ის მაყურებელი უყურებს, რომ ასეთივე ქვეყანა მაჩვენებლებით როგორიც საქართველოა, შეიძლება იყოს მაკედონია, აზიაში შეიძლება ეხლა კარგი საინვესტიციო გარემოა ინდონეზიაში, ასეთ დროს თვალში აღარ ხვდება საქართველო და პირიქით ხვდება ისეთი ახალი ამბავი, რომ ახალი მთავრობა დევნის წინას და აცხადებს, რომ საქართველოში ისე არ არის კარგად ეკნომიკური მდოგმარეობა, როგორც ამას წინა მთავრობა ამბობდა, ინვესტორი ფიქრობს, რომ მაშინ მოვიცდი და დაველოდები.
ამ თავლსაზრისით ძალიან მნიშნელოვანია სარეიტინგო კომპანიების შეფასებები, ჩვენი ხელისუფლების ბოლო წლებში მუდმივი ზრდა გვქონდა , "Standard and Poor’S", Fitch და Moody`s“ - სამივე ამ ძირითადი სარეიტინგო კომპანიის მაჩვენებლებში. ეს არ იყო ის, რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ თავისთავად ტენდენცია იყო ძალიან დადებითი და პერსპქტივა, ხედვა იყო პოზიტიური.
ისინი ქვეყანას ყოველთვის აფასებენ იმისდა მიხედვით, მთავრობა იწვევს თუ არა მათ, ამიტომ მთავრობამ უნდა მოიწვიოს ისინი და უთხრას, შეაფასეთ მდგომარეობა, მაგრამ თუ მოიწვევს უკვე იმის ფონზე, როგორც მიდის ეკონომიკა, გაგვიუარესდება მაჩვენებლები და ამით კიდევ უფრო მეტად დაფრთხებიან არა მხოლოდ ინვესტორები, რომლებმაც რეალურ წარმოებაში ფული უნდა ჩადონ, არამედ შეიძლება საპროცენტო განაკვეთები გაუძვირდეს ჩვენსავე საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ევროპიდან და ამერიკიდან, ძირიდათი საფინანსო ბაზრებიდან იზიდავენ იაფ ფულს, რათა შემდეგ ეს ფული საქართველოში სხვადასხვა რეალურ სექტორში დაბანდდეს. ამიტომ, ეს პოლიტიკური დევნა, არასტაბილურობა, არასათანადო ზრუნვა ქვეყნის საგარეო იმიჯზე, ყველაფერი გავლენას ახდენს იმაზე, რომ ქვეყანა კარგავს პოზიციებს, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ეკონომიკური დმგომარეობა კი თითოეულ ოჯახზე.
_შეღავათიან კრედიტებს რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაზე საუბრობს.
_ეს თავისთავად კარგია, თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძალიან ბევრ მთავრობას ჰქონია ასეთი ცდუნება, რომ მოდი გავცემ მე საზოგადოებაზე იაფ კრედიტს და ამას ექნება ძალიან დადებითი ეფექტი. აქ ორ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვიდრე კრედიტს აიღებდეს კონკრეტული პირი თუ კომპანია, მისი საბუთები იქნა თუ არა სათანადოდ შემოწმებული, არის დასაბუთებულად წარმატებული მისი პროექტი, აქვს თუ არა წარმატების შანსი.
მაგალითისთვის გეტვით, ტაილანდში, მთავრობამ რომელიც 2001-2006 წლებში მართავდა ტაილანდს, დაიწყო ასეთი იაფი კრედიტი პროგრამა, რითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მევალე აღმოჩნდა გარკვეული საფინანსო ინსტიტუტების, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ადამაინებმა არ იცოდნენ ფულის ყაირათიანი ხარჯვა და წარდგენილი პროექტების ყაიართიანი მართვა, შესაბამისად მათ მხოლოდ ვალები დარჩათ და მეტი არაფერი, თუნდაც იმ იაფი კრედიტების. ამდენად მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ საწარმოს რამდენად აქვს ეკონომიკური დასაბუთება, რამდენად არის ყველა სესხი გათვლილი ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე და მეწარმეს აქვს იმედი, რომ თუკი ის ამ ინვესტირებას გააკეთებს, შედეგიც ექნება.
არის კიდევ მეორე დეტალი, როცა მთავრობა მუდმივად თავს იწონებს, რომ ბანკებთან მოლაპარაკების შედეგად დაიწყო ეს პროგრამა, სინამდვილეში ბანკებმა ძალიან სკრუპულოზურად უნდა შეამოწმონ თითოეული ამ პროექტის მედეგობა და რამდენად წარმატებული იქნება. ბანკები შექმნიან ხელოვნურ ბერიერს, რომ რაც შეიძლება ცოტა კრედიტი გასცენ, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ასე ხელაღებით კრედიტების დარიგება ისეთ საზოგადოებაში, სადაც მსხვილი ინვესტიციების მმართვის გამოცდილება ძალიან დაბალია, ბუნებრივია, რომ შეიძლება უბრალოდ ბევრი გაკოტრებული კომპანია და საწარმო მივიღოთ, ამის შედეგები შეიძლება შევაფასოთ მომავალში. მაგრამ ჩვენ კითვხა გვაქვს, როგორ ამბობს პრმიერ მინისტრი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება 100 ახალი საწარმო, საწარმოს ხომ აღჭურვა და ტექნიკა სჭირდება, ამ ეტაპისთვის საძირკველი მაინც ხომ უნდა იყოს, აგური ხომ მაინც უნდა იდებოდეს, ეს კითხვა დავსვი, აგურები გვანახონ სად იდება...?
_რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებს, კვლევა გვეუბნება, რომ ჯერ არ დასახელებულ ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს აქვს 10%, ხოლო მოწონების მაჩვენებლეში დავით ბაქრაძე უსწრებს ,,ქართული ოცნების" საპრეზიენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს. რა შანსი აქვს ,,ნაციონალურ მოძრაობას" იმ ფონზე, როცა გიორგი მარგველაშვილის უკან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დგას?
_ჩვენი პრაიმერის ექვსი რაუნდიდან სამი ჩატარდა და დათო ბაქრაძე უდაოდ ლიდერად გამოიკვეთა და ამიტომ, თუ ჩვენ ბაქრაძეზე ვისაუბრებთ, მისდამი კეთილგანწყობის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე მარგველაშვილის. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩავატაროთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია და ეს კეთილგანწყობა გადავზარდოთ კონკტერულ საარჩევნო ხმებში, რომელსაც მივიღებთ არჩევნების დღეს.
კეთილგანწყობაში აშკარგად ვუგებთ და შემდეგი კვლევა, რომელსაც IRI და NDI არჩევნებამდე გამოაქვეყნებს, ბუნებრივია, ამის შედმეგ ჩვენ დავინახავთ უფრო კონკრეტულ მაჩვენებელს, რადგან კანდიდატს ექნება უკვე სახელი და გვარი.
_ფიქრობთ, რომ ეს დავით ბაქრაძე იქნება?
_სავარაუდოდ, სამი ტურის შედეგებს თუ გავითავლსიწინებთ, იქნება დავით ბაქრაძე. მერე უკვე, როდესაც ჩაიწერება კონკრეტული სახელი და გვარი, შეგვიძლია ვილაპარაკოთ პიროვენების რეიტინგზებზე, ჯერ -ჯერობით აქ მხოლოდ პარტიის კანდიდატზეა სუბარი.
რაც არ უნდა მნიშნელოვანი იყოს პარტიული ფაქტორი, საპრეზიდენტო არჩევნები ყოველთვის პიროვნებებით ისაზღვრება. დათო ბაქრაძისადმი კეთილგანწყობა ყოველთვის ჰქონდა საზოგადოებას და არათუ არ იკლო, არამედ გაიზარდა კიდეც, მასში ხედავს სიმშვიდეს და სტაბილურბა, ხედავს გამოცდილებას, რადგან დათოს აქვს ხედვა, საით უნდა განვითარდეს ქვეყანა და საზოგადოება იმასაც აცნობიერებს, რომ ძალაუფლების თავმოყრა ერთი გუნდის და ერთი პარტიის ხელში, ეს კარგი არ არის ქვეყნისთვის. ბევრ კრიტიკას რასაც ჩვენ ვიმსახურებთ, სწორედ ამის გამოა, რომ ხელისუფლების ყველა შტოში ჩვენ ვიყავით წარმოდგენილი, ადგილობრივ, მუნიციპალურ თუ საპარლამენტო დონეზე. საზოგადოების მოთხოვნილებაა, რომ ჰყავდეს მთავრობა, რომლის სათავეში არის ივანიშვილი, მაგრამ არის კიდევ ვიღაც, მაგალითად დავით ბაქრაძე, პრეზიდენტი, მართალია შესუსტებული ფუნქციებით, მაგრამ რომელიც კარგ კონტროლს ახორციელებს მთავრობაზე.
საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ხელისუფელბის ერთი შტოს კონტროლი მეორეზე ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითია, ამდენად არ არის გასაკვირი, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ივანიშვილს უჭერს მხარს, ვთქვათ არჩევანი ბაქრაძის სასარგებლოდ გააკეთოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
სააგენო ,,ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






