ლეგენდარული მუსკოსის ჯო კოკერის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.
მუსიკოსი, 2014 წლის 22 დეკემბერს, ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.
ჯო კოკერი 1944 წლის 20 მაისს, შეფილდში დაობადა.
ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი ინგლისელი მომღერალი, ბლუზის და როკის ჟანრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
მის სავიზიტო ბარათად იქცა ხრინწიანი ბარიტონის ტიპის ვოკალი. კოკერი ცნობილია ბევრი ცნობილი ქავერ-ვერსიით, რომელთა შორის გამოირჩევა The Beatles-ის სიმღერების ინტერპრეტაციები. იგი ასევე გრემის ჯილდოს მფლობელია, — 1983 წლის სიმღერისათვის „Up Where We Belong“. როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში მას #97 პოზიცია უკავია.
საინტერესოა, რომ მსოფლიომ ჯო კოკერი არა საკუთარი, არამედ სხვისი თხზულების შესრულებით გაიცნო. საუბარია ჯგუფ „ბიტლზის“ სიმღერაზე With A Little Help From Friends, რომლის ავტორობაც მაკარტნი-ლენონის დუეტს ეკუთვნოდა და რინგო სტარი ასრულებდა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ „სერჟანტ პეპერის“ ალბომში თავმოყრილი მასალის გვერდზე დრამერის ვერსია ჩრდილში იყო მოქცეული. 24 წლის კოკერმა კი სიმღერას რადიკალურად განსხვავებული ემოციური ელფერი შესძინა და 1969 წლის ვუდსტოკის ფესტივალზე აღგზნებული, აგრესიული ბლუზური მეტყველებით წარმოადგინა.
70-80-იან წლებში ჯო კოკერმა მსმენელებს რამდენიმე ცნობილი სიმღერის საკუთარი ინტერპრეტაცია შესთავაზა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ამერიკელი მუსიკოსისა და სიმღერების ავტორის ბილი პრესტონის ნაწარმოები „You Are So Beautiful“ და, რა თქმა უნდა, „გრემის“ მფლობელი „Up Where We Belong“, რომელიც ბრიტანელმა ჯენიფერ უორნსთან ერთად ჩაწერა ფილმისათვის „ოფიცერი და ჯენტლმენი“. რაც შეეხება ისეთ ჰიტებს, როგორიცაა “You Can Leave Your Hat On”, “Unchain My Heart”, “When the Night Comes” და “Night Calls”, ამერიკული თუ ბრიტანული პოპ-ჩარტების წამყვანი პოზიციები ეკავათ.
მასალის გამოყენების პირობები






