"შეგიძლიათ დამაპატიმროთ, მომკლათ, მაგრამ ეს თქვენს ისტორიას არ შეცვლის" - მიხეილ სააკაშვილი
მსოფლიო - 14:43, 22 Dec, 2017     2604

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი მის დასაკავებლად კანონმდებლობას ცვლის. როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იტყობინება, ამის შესახებ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა.

„ის იღებს სპეციალურ კანონს, სპეციალურ დეკრეტს, რომელსაც შეგვიძლია სააკაშვილის კანონი ვუწოდოთ. უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც უკანონოდ ჩამომართვა უკრაინის მოქალაქეობა, უკანონოდ გამაძევა ქვეყნიდან, უკანონოდ ცდილობდა, არ შემოვეშვი უკრაინაში, რომლის ბრძანებით, იტაცებდნენ და უკანონოდ აძევებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, დევნიდნენ უკრაინელებს, ახლა გასცემს სპეციალურ განკარგულებას.

თქვენ შეგიძლიათ დამაპატიმროთ, მომკლათ, მაგრამ ეს თქვენს ისტორიას არ შეცვლის. თქვენ ვერ მიიღებთ კანონს ყველა იმ ადამიანზე, ვინც გაკრიტიკებთ. ვერ დახურავთ მთელ სასამართლოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვინმე გაათავისუფლა პატიმრობიდან. სამსახურიდან ვერ გაუშვებთ მოსამართლეს მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე თქვა.

ეს 21-ე საუკუნეში არ შეიძლება, თქვენ მთელი მსოფლიო გაკვირდებათ. შეხედეთ, რამდენი ტელეკამერაა აქ, რამდენი თვალი გადევნებთ თვალს” - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სააპელაციო სასამართლოს დღეს გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა. სხდომა 3 იანვარს ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42