მისი თქმით, ისრაელი უარყოფს გაეროს გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა სპეციალური ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს საგანგებო სესიაზე რეზოლუციას, ისერუსალიმის სტატუსის შესახებ.
გენერალურმა ასამბლეამ 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უკან წაიღოს. საუბარია იერუსალიმის ისრაელის დედაქალად აღიარებასა და იერუსალიმში საელჩოს გადატანის საკითხზე. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 8 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას. კენჭისყრას არ დაესწრო საქართველოს დელეგაცია.
მასალის გამოყენების პირობები






