საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების წილი 7%-დან 35%-მდე გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:32, 21 Dec, 2017     1983

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ჰიბრიდული ავტომობილების წილი ბოლო ერთ წელში მკვეთრად გაიზარდა. ეს განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ეკონომიკაზე აქციზის ზრდის ეფექტზე და აღნიშნა, რომ აქციზს, ზოგადად, აქვს მარეგულირებელი გავლენა ეკონომიკაზე. ამის მაგალითად პირველმა ვიცე-პრემიერმა თამბაქოზე აქციზის ზრდა მოიყვანა. კერძოდ, მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეს აქციზი გაიზარდა, საქართველოში თამბაქოს მოხმარება დაახლოებით 14-15%-ით შემცირდა.

„რაც შეეხება ავტომანქანებს: იმის გამო, რომ ჩვენ აქციზის სტრუქტურა შევცვალეთ, პრაქტიკულად, აღვიდგინეთ აზერბაიჯანის ბაზარი, ვინაიდან ჩვენმა ტრეიდერებმა ახალი ავტომობილების შემოყვანა დაიწყეს - თუ 2016 წლის მე-6-მე-10 თვეებში განხორციელებული იყო 75 მილიონის რეექსპორტი, 2017 წელს ეს თანხა 106 მილიონამდე ავიდა“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ხდება ავტოპარკის განახლება ჩვენი ქვეყნის შიგნითაც, კერძოდ: თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში, როცა კანონი ამუშავდა, 0-დან 9 წლამდე ავტომობილები იყო შემოსული მანქანების მხოლოდ 30%, 2017 წლის იგივე პერიოდში ამ ასაკის ავტომობილებმა მთლიანად შემოსული ავტოპარკის 77% შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ასეთივე პოზიტიური სურათია ქვეყანაში შემოყვანილი ჰიბრიდული ავტომობილების სტატისტიკაშიც - თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში მათი წილი მთლიანი ავტოპარკის 7% იყო, 2017 წელს ეს რიცხვი 35%-მდე გაიზარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42