ლონდონის სასამართლომ უკრაინელი მილიარდერის იგორ კოლომოისკის აქტივები დააყადაღა
მსოფლიო - 12:50, 21 Dec, 2017     2421

ლონდონის სასამართლომ უკრაინელი მილიარდერისა და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორის, იგორ კოლომოისკის, ასევე "პრივატბანკის" კიდევ ერთი ყოფილი მფლობელის გენადი ბოგოლიუბოვის აქტივები დააყადაღა.

Financial Times-ის ცნობით, ვერდიქტი „პრივატბანკის“ აქტივებს, 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებას ეხება.

„პრივატბანკმა“ ლონდონის სასამართლოში სარჩელი, მისი თანადამფუძნებლების მიმართ თავად შეიტანა და უკანონო ოპერაციებით გატანილი ბანკიდან 2 მილიარდი დოლარის დაბრუნება მოითხოვა.

კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან 2015 წლის 24 მარტს გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, 2017 წლის აგვისტოში, კიევის სასამართლომ კოლომოისკის ქონება დააყადაღა, ესენი: ტელეკომპანიის „1+1“ შენობა, ხორბლის ტერმინალი ოდესის ოლქში, ასევე ქარხნის შენობა დნეპროპეტროვსკში თვითმფრინავი Boeing და სხვა რამდენიმე შენობაა.

ქონების დაყადაღება „პრივატბანკიდან“ თანხის მიტაცების საქმის გამოძიების ფარგლებში მოხდა.

გამოძიების თანახმად, 2014 წელს, „პრივატბანკის“ ოფიციალურმა პირებმა, უკრაინის ეროვნული ბანკიდან 19 მილიარდი გრივნა მიითვისეს. ეს დაახლოებით 730 მილიონი დოლარია.

უკრაინის უსმხვილესი კერძო ბანკის „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია 2016 წლის ბოლოს მოხდა. ბანკის მთავარმა აქციონერმა, იგორ კოლომოისკიმ მაშინ მომხდარს უკანონო ქმედება უწოდა. ამჟამად ბანკის 100% უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42