„დაისვენოს ბალნეოლოგიურ კურორტზე... მოიწესრიგოს თავი!“ - პრემიერის კრიტიკული დღეები
პოზიცია - 12:45, 21 Dec, 2017     6706
რატომ მივიდა კვირიკაშვილი პარლამენტში? - გიგა ბოკერიას მიერ დასმულ ამ საჯარო კითხვას საქართველოს პრემიერმა გუშინ, დღის ბოლოს "ნაციონალურ მოძრაობასთან" გამართულ შეხვედრაზე გასცა პასუხი. გაჩეჩილაძეების ექსძმაკაცმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის კრიტიკულ გამოსვლას უცენზურო შეძახილებითა და გინებით უპასუხა.

მართალია „ღარიბაშვილზე უკეთესმა“ გინებაში მის წინამორბედს ვერ აჯობა, მაგრამ ფაქტია - კვირიკაშვილის გაწონასწორებული იმიჯი წუთში დაინგრა.

მთავრობის მეთაურის აფეთქება მოულოდნელი აღმოჩნდა მინისტრთა კაბინეტისთვისაც, რომელიც წყობიდან გამოსული პრემიერს გაოგნებული შესცქეროდა.

რამ გამოიყვანა წყობიდან ქვეყნის პრემიერი სინამდვილეში? - ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ ანალიტიკოსებთან შეეცადა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი წყობიდან გამოსულ პრემიერს ბალნეოლოგიურ სანატორიუმში დასვენებას ურჩევს და სამთავრობო კრიზისზეც საუბრობს.

„პოლიტიკურად პრემიერის საქციელის გამართლება შეუძლებალია, ამას მარტო ქვეყნის შიგნით არ უყურებენ და გინების ადამიანური მომენტით ახსნა, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიული და ძალიან სახიფათოა. იმას, რაც მოხდა, ერთჯერად ანთებას ვერ დავარქმევ. სინამდვილეში, ვნახეთ მესამე შემთხვევა, როცა მთავრობის მეთაურს ნერვებმა უღალატა და საკმაოდ არააადექვატურად მოიქცა. გახსოვთ, კვირიკაშვილის ფეხების ბაკუნი დეპუტატ შალელაშვილთან მიმართებით. მეორე იყო „უცნობთან“ დაკავშირებული ინცინდენტი, რომელიც გუშინ დაგვირგვინდა. ფაქტია, რომ კვირიკაშვილს ნამდვილად დიდი პრობლემა აქვს და არასტაბილურ სიტუაციაში იმყოფება“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი ამბობს, რომ „კვირიკაშვილი შესაძლო გადაყენებაზე ეჭვიანობს“.

„მისი საქციელის მიზეზი სწორედ ეჭვიანობაა. გუშინ, როცა კვირიკაშვილი მელიას უცენზუროდ მიმართავდა, ის თავისი პრობლემების ლუსტრაციას ახდენდა. როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მთელი ცივილიზებული სამყარო აკვირდება და ეს ინცინდენტი ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.

ადამიანურად, მის მდგომარეობაში შევდივარ და ვურჩევ, მინიმუმ, ორკვირიანი შვებულება გაატაროს წყალტუბოში, რომელიმე სანატორიუმში და მოიწესრიგოს თავი. ნუ იფიქრებს მაინცდამაინც ბადენ-ბადენზე, სანატორიუმში ექნება დრო, იფიქროს საკუთარ და ქვეყნის მომავალზე“- აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ხუხაშვილის თქმითვე, მომღერალმა „უცნობმა“ კარტერულ გარიგებებზე გაკეთებული განცხაებით ყოფილი მეგობრის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

„ფაქტია, რომ მის გარშემო არსებული პრობლემების ინიციატორი თვითონაა. შესყიდვების სკანდალის ეპიზოდში მან თავად დაიწყო გადადგომაზე საუბარი. რომ არ გაეკეთებინა მსგავსი განცხადება, შეიძლება, თემის ირგვლივ ტემპერატურა არ აწეულიყო. ერთი წუთით წარმოიდგინოთ, რომ ნიკა მელია ვიღაცამ ქუჩაში სცემა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება - „გელაშვილი 2“-ს მივიღებთ, როგორ ჩამოირეცხავს ამ სკანდალს და დაარწმუნებს პრემიერი საზოგადოებას, რომ მისი გაკეთებული არ არის?!“- განაცხადა ხუხაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს ექსპერტი ნიკა ჩიტიძეც.

„პრემიერიც ადამიანია, მაგრამ აქ მთავარი მაინც მისი გაცეცხლების რეალური მიზეზია. კვირიკაშვილი აფეთქდა იმიტომ, რომ ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა. სიმართლე ხომ ძალიან მახინჯია?! აქ არ იყო მნიშვნელოვანი, მელია თუ დეკანოიძე დასვამდა ამ კითხვებს, იგივე პრეტენზია შეიძლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს და რა, პრემიერი უნდა გამოდგეს და აგინოს?! საუბრობდნენ მუხთარლის სკანდალზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საეჭვო ტენდერებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები, სამწუხაროდ, პრემიერისგან პასუხგაუცემელი დარჩა“- ამბობს ჩიტიძე.

ექსპერტი იმასაც არ გამორიცხავს, რომ კვირიკაშვილმა აგრესიული ქმედებით თავი გადაირჩინა.

„თუ ამ სკანდალის შემდეგ გადადგა, ეს პირდაპირი მაჩვენებელი იქნება, რომ მთავრობა ყველა გადაცდომას აღიარებს. ამიტომ ალაპარაკდა სახელისუფლებო გუნდი ენმ-ს პროვოკაციაზე და იმაზე, რომ თურმე, კვირიკაშვილი წყობიდან გამოიყვენეს.

შეიძლება, ფიქროდნენ კვირიკაშვილის გახარიათი ჩანაცვლებას, მაგრამ ეს ახლო მომავალში არ მოხდება. სხვათა შორის, ამ საკითხში დასავლეთი აქტიურად ჩაერია. იყო კომუნიკაცია ამ საკითხზე,“ - აღნიშნა ექსპეტმა „ნიუპოსტთან“.

ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით კი, ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა შესაძლოა, მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შანსიც დაკარგოს.

ექსპერტის თქმით, თუ კვირიკაშვილის გარშემო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალები გაგრძელდა, ეს მის პოლიტიკურ მომავალზე აუცილებლად აისახება.

„ეს სკანდალი ამცირებს მის შანსს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყველაფერი ეს იმას ემსახურება, რომ კვირიკაშვილის შანსი პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებისა ან შემცირდეს ან საერთოდ გაქრეს“- აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42