ამის შესახებ ადვოკატმა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხდა.
„22 დეკემბერს, 11:15 საათზე, აპელაცია გვაქვს. შესაბამისად, დაკითხვაზე მისვლას ვერ შევძლებთ, ეს პირველი. მეორე - არავითარი უწყება არ მიგვიღია“ - განაცხადა ადვოოკატმა.
მისი თქმით, კანონის თანახმად, უწყება სამი დღით ადრე უნდ ჩაბერდეს, მაგრამ სააკაშვილის საცხოვრებელ მისამართზე უწყება არ მისულა.
„ჩვენ უარს არ ვამბობთ დაკითხვაზე მისვლაზე, მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ველოდებით სხვა დღეს და უწყებას“ - დასძინა მან.
შეგახსენებთ, 18 დეკემბერს, სააკაშვილი გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა, თუმცა ჩვენება არ მისცა. მაშინ, სააკაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი უს გახდა, რომ ეს საქმე უკრაინის უშიშროების სამსახურის იურისდიქციაშია.
19 დეკმებერს კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საკაშვილი 22 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა
მასალის გამოყენების პირობები






