,,სივრცით მოწყობაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ამ მიმართულებით ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ - სივრცითი მოწყობა, ეს არის გათვლებზე დამყარებული სწორი გადაწყვეტილებები დროში და სივრცეში, თუ როგორ უნდა განვითარდეს გარკვეული ტერიტორიები და მთლიანად ქვეყანა იმისთვის, რომ ქვეყანამ და კერძო სექტორმა მაქსიმალური უკუგება მიიღოს ამ ტერიტორიის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ამ მიმართულებით მიმზიდველი ტურისტული ადგილმდებარეობების განვითარება დავიწყეთ, რომ იქ არ მომხდარიყო ქაოტური განვითარება და შესაბამისად, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, შემდგომში იქ მისულ ინვესტორებს მაქსიმალური უკუგება მიეღოთ აქედან’ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები






