დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტს მიწის რეფორმის შედეგები გააცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:57, 20 Dec, 2017     1080

პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში მიწის რეფორმის მიმდინარეობის და დღეს არსებული შედეგების შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროგრამა 2 წლის წინ დაიწყო და უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღწერილია 659 000 ჰექტარი დაურეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საიდანაც უკვე დარეგისტრირდა 51 000 ჰა მიწა.

„იმისთვის, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას კერძო სექტორი არ აღმოჩენილიყო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ მიწის რეფორმის მეორე, პარალელური ეტაპი - იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მიწის სარეგისტრაციოდ საბუთების მომზადებას მოქალაქეებისთვის, კონომიკის სამინისტრომ კი რეგიონებში აზომვითი ნახაზების სამუშაოები დაიწყო“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, რეფორმას ძალიან კარგი შედეგები აქვს - 335 629 მოქალაქემ მიწაზე საკუთრების უფლება წარმატებით, დაბრკოლებების გარეშე დაირეგისტრირა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 191 325 აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფასური აანაზღაურა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 15 218 533 ლარი. (რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის საფასურის 57 % არის ანაზღაურებული, ხოლო მიწის საერთო მოცულობა შეადგენს 42 000 ჰა-ს).

პირველი ვიცე პრემიერის განცხადებით, ეს მიმართულება აუცილებლად გაგრძელდება, რადგან უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ იცოდეს, რეალურად რას ფლობს, ასევე ეს იცოდეს კერძო სექტორმაც. „ეს არის პროდუქტიულობის ზრდა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი კაპიტალი, რომელიც შემდგომ გლეხმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დამატებითი ღირებულება შექმნას“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42