"საქართველო უნდა გახდეს ჰაბი, სადაც მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:34, 20 Dec, 2017     1073
საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ენერგოსექტორის განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს უკვე შეთანხმებული აქვს 10 წლიანი განვითარების გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რეგიონების ერთმანეთან უკეთესი ენერგეტიკული დაკავშირებისთვის.

„მნიშვნელოვანია ის ვალდებულებები რომლებიც ჩვენ ენერგოგაერთიანებასთან მიერთებით ავიღეთ - უნდა შევქმნათ კონკურენტული გარემო და

მოხდეს ბაზრის გახსნა. აღებული ვადითი ვალდებულებებით, ბაზრის გახსნა ხდება 2018 წელს, 2019 წელს გვექნება ელექტროენერგიის ახალი ბაზრის მოდელი და 2020 წელს გაზის ახალი ბაზრის მოდელი“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს ჰაბი, სადაც მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა ისევე, როგორც დღეს ეს თურქეთში ხდება. „უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კანონმდებლობა. ეს ყველაფერი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ახალი პროფესიების ჩამოყალიბებას, კერძო სექტორს მისცემს სწორად განვითარების საშუალებას, რათა სწორად დაგეგმოს როგორც ინვესტიციები, ასევე უკუგება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაშიასევე ხაზი გაუსვა, რომ ენერგოეფექტურობა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ახალი სამშენებლო მასალების წარმოების სტიმულირებას.

„გეგმის სწორი იმპლემენტაციის შემთხვევაში ჩვენ 2020 წლისთვის 350 მეგავატის შესაბამისი სიმძლავრის დაზოგვა შეგვეძლება, 2030 წლისთვის კი - 600 მეგავატის დაზოგვის შესაძლებლობა გვექნება. ამ მიმართულებით პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციები და გაერთიანებები ჩვენი მხარდამჭერები არიან, მათ შორის, ევროკავშირია ამ ინიციატივის პირველი მხარდამჭერი, საიდანაც ჩვენ მნიშვნელოვანი გრანტების მოლოდინები გვაქვს

და ამაზე მიდის მოლაპარაკებები. ასევე სულ ახლახანს დასრულდა მოლაპარაკება აზიის განვითარების ბანკთან 50 მილიონი დოლარის მიმართულებით“-განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42