"მთავრობის მიერ ექსპორტის წახალისების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოაქვს“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:17, 20 Dec, 2017     1111
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის წევრებს ექსპორტის მაჩვენებლები გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში წარმოებული პროდუქციის საექსპორტო დინამიკის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს საკმაოდ კარგი მონაცემები გვქონდა ექსპორტის მაჩვენებლებში - 11 თვის განმავლობაში ექსპორტის 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „რა თქმა უნდა, ეს თავისით არ მომხდარა, მნიშვნელოვანი იყო სასაქონლო პროდუქციაზე ფასების ზრდა საგარეო მიმართულებით, თუმცა, დივერსიფიკაციას აშკარად აქვს ადგილი. საქართველოს მთავრობის მიერ ექსპორტის წახალისების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოაქვს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის 11 თვეში ძალიან დიდი ზრდაა რამდენიმე პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით. „გამოვყოფდი რამდენიმე პროდუქტს, რომლებსაც შეგვიძლია „ჩემპიონები“ დავარქვათ. ევროპის ახალი ბაზრის გახსნა აისახა ხილის და ბოსტნეულის პროდუქციაზე, მაგალითად, ჯემების ექსპორტის ზრდა 1476 %-ია. , ეს ნიშნავს, რომ ბაზარი გაიხსნა და ვიღაცამ იქ მაღალი სტანდარტით დამზადებული პროდუქციის შეტანა მოახერხა. ძალიან საინტერესო მიმართულება იყო ცხვრის ხორცი, აქაც მოხდა პრაქტიკულად ახალი ბაზრების ათვისება და ექსპორტის ზრდამ 800 % შეადგინა. ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს ფეროშენადნობების მიმართულებითაც - 86%-იანი ზრდა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, 51%-იანი ზრდაა ყურძნის ნატურალური ღვინოების მიმართულებითაც. „ჩინეთში 2017 წლის პირველ 10 თვეში 6,081 000 ბოთლი ღვინო შევიტანეთ, რაც 41%-იანი ზრდაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, რომ ქართული ღვინისთვის და სპირტიანი სასმელებისთვის ჩინეთი ნომერ პირველი ბაზარი გახდეს“ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე პრემიერის განცხადებით, ზრდა ფიქსირდება მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ასევე სპირტიანი სასმელების, მადნების და კონცენტრანტების (33%), სასუქების (19%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელების (49%) მიმართულებითაც.

„რა თქმა უნდა, ექსპორტს ხელშეწყობა სჭირდება, რასაც საქართველოს მთავრობა აუცილებლად გააგრძელებს და წლიდან წლამდე ჩვენ ექსპორტის ზრდა გვექნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42