„უნდა დაინერგოს წიაღისეულის მოძიებისა და გამოყენების სწორი მეთოდოლოგია“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:25, 20 Dec, 2017     1098

პირველმა ვიცე-პრემიერმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უნდა დაინერგოს წიაღისეულის მოძიებისა და გამოყენების სწორი მეთოდოლოგია.

„რეფორმების მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი - ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ჩვენ მათთან ერთად შევიმუშავეთ პოლიტიკის დოკუმენტი და ასევე, სტრატეგია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს წიაღის სექტორის რეფორმა. შემიძლია შევეხო იმ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სახელმწიფოს შეუძლია და ძალიან მალე, ვფიქრობთ, რომ უნდა მივიღოთ. პირველ რიგში, ეს არის წიაღის შესწავლის საკმაოდ მაღალი საფასური ერთ ჰექტარზე - 500 ლარს ვახდევინებთ ჩვენ კომპანიას, რომელსაც უნდა დაიძიოს გარკვეული უბანი. პრაქტიკულად, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მეწარმე შევიდეს და შეისწავლოს კონკრეტული უბანი. ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ და შევამცირებთ მნიშვნელოვნად ამ საფასურს იმისთვის, რომ მოხდეს კომპანიების სტიმულირება. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაინერგოს წიაღისეულის მოძიების სწორი მეთოდოლოგია, სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც იცოდეს, რა მარაგები გააჩნია სახელმწიფოს და რისი გამოყენება შეუძლია კერძო სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დაინერგოს უკვე დაძიებული მარაგის სწორად გამოყენების მეთოდოლოგია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ, მაგალითად, ქვის საბადოზე წახალისებული იქნება სწორი ტექნოლოგია და იქ მოხდება არა აფეთქებით, არამედ სწორი დაჭრით ქვის ამოღება, დამატებით ღირებულება ამ საბადოზე გაცილებით მეტი შეიქმნება და საბადოც არ დაზიანდება.

„ ეს იქნება სწორი და არა ის, რომ იქ ვიღაც მივიდეს, ერთჯერადად ააფეთქოს, კლდე მოხსნას და შესაბამისად ამით დაამთავროს ყველაფერი. აქ ტექნოლოგიურად ძალიან ბევრია გასაკეთებელი. სწორედ ის მეთოდოლოგიაა დასანერგი, ლიცეზიის გაცემის დროს ლიცენზიას გაყვეს დამუშავების მეთოდოლოგიაც. ეს წაახალისებს ტექნოლოგიურ განახლებას და ახალ ინვესტიციებს დარგში“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42