"ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:01, 20 Dec, 2017     1038
ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია.

„წელს 11 თვეში ჩვენ 2 მილიარდ 564 მილიონი დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან, თუმცა, წლის ბოლომდე 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით. ეს არის სერვისების ნაწილში აბსოლუტური პოზიტივი. საქართველომ 2017 წლის 11 თვეში 6 მილიონ 954 ათას საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა და ჩვენ გავალთ 7 მილიონ 250-300 ათას საერთაშორისო ვიზიტორზე “ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა მიყვება იმ სტრატეგიას, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად არის შემუშავებული ტურიზმის მიმართულებით.

„ამ სტრატეგიის მიხედვით, დაგეგმილი გვაქვს, რომ ავიდეთ 11 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორზე და ამავდროულად, პრინციპულად შევცვალოთ თვითონ სტრუქტურა - გაიზარდოს ქვითრის მოცულობა, რომელსაც ტურისტი დახარჯავს ან გადაიხდის საქართველოში და გაიზარდოს დღეების რაოდენობა, რომელსაც ტურისტი გაატარებს ჩვენს ქვეყანაში“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიებები ტარდება. ქვეყანამ 113 პრეს და გაცნობით ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში იმყოფებოდა 638 ჟურნალისტი და 239 ტურ-ოპერატორი. ამის შედეგად, საქართველოზე სტატიები დაიბეჭდა მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ მედიასაშულებებში. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ერთობლივი სტენდით კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღო 24 საერთაშორისო ტურისტული გამოფენაში. საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება ონლაინ მარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.

„ყველამ დავინახეთ თბილისში გიდები, რომლებსაც უჭირავთ დროშები, რომ თავისი ტურისტები არ დაკარგონ. ეს, რა თქმა უნდა იმის ნიშანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი მნიშვნელოვნად განვითარდება. 60-ზე მეტი განთავსების ახალი ობიექტი შევიდა მწყობრში, რაც არის 3 900-ზე მეტი საწოლი ადგილი.

2018-2019 წლებში კიდევ 200-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი უნდა ამოქმედდეს, რომლებიც ამ წუთებში მშენებლობის პროცესშია .ეს არის 21-ათასზე მეტი საწოლი ადგილი“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მთის კურორტების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, რომ მთის კურორტები გახდეს 4 სეზონიანი, რათა იქ სეზონურობაზე არ იყოს დამოკიდებული ტურისტის ჩასვლა. საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მთის კურორტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ვიზიტორების ზრდაში აისახა. თუკი 2013 - 2014 წლებში ზამთრის სეზონზე საქართველოს მთის კურორტებს 98,039 ვიზიტორი სტუმრობდა, 2016 - 2017 წლებისთვის ამ მაჩვენებელმა 412,711 ვიზიტორს გადააჭარბა“ –აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42