ამის შესახებ New York Times -მა კვლევა ჩაატარა. როგორც ჟურნალისტმა დევიდ ლეონჰარდტმა გაარკვია, აღნიშნულ დროში , დონალდ ტრამპმა 6-ჯერ მეტი ტყუილი თქვა, ვიდრე ბარაკ ობამამ თავისი 8-წლიანი მმართველობის განმავლობაში.
„ტრამპის სიცრუე ობამას სიცრუის წინააღმდეგ“ – NYT-ის მეორე პუბლიკაციაა. თავდაპირველად გამოცემამ „ტრამპის ტყულებზე“ მოამზადა მასალა, რასაც გამოცემის მიმართ უკმაყოფილო რეაქცია მოჰყვა ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან. მათი თქმით, თუკი აღნიშნულ სტატისტიკას ტრამპის წინამორბედებზეც მოამზადებდნენ, შედეგები ბევრად უარესი იქნებოდა.
ამიტომაც, NYT-მა ტრამპის ტყუილები მისი წინამორბედის ტყუილებს შეადარა. ესენია ის ცრუ განცხადებები, რომლებმაც პრეზიდენტემა საჯაროდ გააკეთეს.
ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე ნაჩვენებია საბოლოო შედეგი: ტრამპმა, პრეზიდენტობის პირველ 10 თვეში საჯაროდ 105 ტყუილი განცხადება გააკეთა. მაშინ როცა ბარაკაბ ობამამ, მისი 8-წლიანი პრეზდიენტობისას (ორივე ვადის დროს) 18 ტყუილი თქვა.

მასალის გამოყენების პირობები






