,,პროდუქტიულობის ნაწილში რეფორმებს მე გავაგრძელებ, ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია - მათ შორისარის საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმის კანონპროექტი, რომელიც შემოსულია პარლამენტში. ესგახლავთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა მოგვცეს სტიმული ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების,ახალი ტექნოლოგიების შემოტანის, ახალი ინვესტიციების შემოტანის და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზეზეწოლის შემცირების და შესაბამისად, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული დარჩენილი თანხების სწორედ იქითგადამისამართების, სადაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობის რეფორმა ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდისთვის. ეს რეფორმა არის იმისთვის, რომ სიცოცხლისუნარიანმა კომპანიებმა ძალიან სწრაფად შეძლონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია, ხოლო კომპანიები, რომლებიც, ასე ვთქვათ, არ იქნებიან სიცოცხლისუნარიანები, სწორი პროცედურით გავიდნენ ბაზრიდან და სწრაფად მოხდეს ეკონომიკაში ამ აქტივის გამოყენება, რომელიც მათ გააჩნიათ“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






