"ჩვენი ამოცანაა, ინვესტიციების პარალელურად რაც შეიძლება მეტი დანაზოგები გვქონდეს“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:09, 20 Dec, 2017     829
პირველი ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ კაპიტალის ბაზრის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისათვის.

„სტრუქტურული რეფორმების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ისინი გავყოთ, ასე ვთქვათ, დანაზოგების წამახალისებელ სტრუქტურულ რეფორმებად და პროდუქტიულობის გაზრდის სტრუქტურულ რეფორმებად. ამ მიმართულებით კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთმნიშვნელოვნად არის რეფორმები, რომელიც დანაზოგების წახალისებას უწყობს ხელს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. კანონპროექტი შემუშავებულია და ატვირთულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგერდზე. ძალიან მალე, პრაქტიკულად, შემდეგ კვირაში, კომენტარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე უკვე განვიხილავთ კერძო დაგროვებით საპენსიო რეფორმას და შემოვალთ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საკომიტეტო მოსმენებზე დავიწყოთ განხილვა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რა გვსურს მივიღოთ კაპიტალის ბაზრის რეფორმისგან, გვსურს, რა თქმა უნდა, მივიღოთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები - როდესაც მეწარმე შეძლებს მიიღოს დაფინანსება არამხოლოდ კომერციული ბანკისგან, არამედ ღია ბაზრიდან. ის შეძლებს მოიზიდოს როგორც მისთვის საჭირო კაპიტალი, ასევე ის სასესხო საშუალებები და საჭიროებები, რომელიც მას გააჩნია. პროდუქტიულობის ნაწილში ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42