"2017 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია" - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:59, 20 Dec, 2017     1051
პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1,346.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17.6%-ით (89.0 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 594.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის დაუზუსტებელი მაჩვენებელი, ხდება მისი შედარება წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელთან, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებლების დაზუსტების შემდეგ დინამიკა პოზიტივისკენ შეიცვლება.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით არის მოლოდინი, რომ მათი ოდენობა 2017 წელს 1 მლრდ 600 მლნ დოლარს გადააჭარბებს. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტის და დასაქმების მაჩვენებლებზე.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში (33.7%-ით, 62.2 მლნ. აშშ. დოლარით), მათ შორის მშენებლობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 85.6%-ით (53.6 მლნ. აშშ. დოლარი) და 116.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ენერგეტიკის სექტორში 75.5%-ით (31.1 მლნ. აშშ დოლარით) და 72.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად, 143.1%-ით (17.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა სასტუმროების და რესტორნების სექტორში და 30.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ქვეყანაში ძირითად ინვესტორ ქვეყნებს აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო წარმოადგენენ. 2017 წლის 9 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 378.2 მლნ. აშშ. დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 28.1%), თურქეთიდან 259.2 მლნ. აშშ.დოლარი (ინვესტიციების 19.2%) ხოლო გაერთიანებული სამეფოდან 175.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა (13.0%) შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა პირველ 3 კვარტალში რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებლებზე. მისი ინფორმაციით, 2016 წელს, პირველ 3 კვარტალში 318 მლნ დოლარის რეინვესტირება განხორციელდა, 2017 წელს კი 591.5 მლნ, რაც 85%-იან ზრდას შეადგენს. „რა თქმა უნდა, ეს იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მიიღო, როდესაც მოგების გადასახადის რეფორმა გაატარა და ამით კომპანიები წაახალისა ბიზნესში რეინვესტირების განხორციელებისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42